ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 სექტემბერი, 2011


დილაუზმოს ჩანაწერები ,, მსგავსი მსგავსს გვაყვარებს''

  ,, საქართველოში პოეზია ჩემსავით არავის უყვარს და ესმის.'' - ეს სიტყვები ბევრს უთქვამს.
      და ისინი მართლები თუ არა, გულწრფელები მაინც არიან.
    ნამდვილად ესმით საკუთარი ან ახლობლის ლექსი, ან რაიმე სხვისი, ადრის ადრე მოწონებულ-დახსომებული; ესმით იმდენად კარგად, რომ ჰგონიათ, მხოლოდ ეს არის პოეზია, სხვა დანარჩენი კი მხოლოდ იმდენად ფასობს, რამდენადაც მას ემსგავსება.
      მსგავსი მსგავსს გვაყვარებს.
    ეჰ, პოეზიავ, მარადიულო, მრავალსახოვანო, ჭირვეულო ქალბატონო, როგორ გამოიყურები, ბევრჯერ ბევრს გვინახავს, შენი სიახლოვეც, მოძრაობაც, სუნთქვაც  გვიგრძნია,  იმ ერთადერთ,  ნამდვილ  სახეს კი არასოდეს არავის გვიჩვენებ. (ჩემი დილაუზმოს ჩანაწერებიდან ).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები