ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2011


,,ახლა ისე მომწყურდი

ეპიგრაფი:
"ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი,
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლ თავი"
_________________________________

ახლა ისე მომწყურდი, ისე მინდა დაგლიო

სადაცაა წყურვილი მომკლავს გამინაპირებს,

ახლა მინდა მარტივით უცნაურად აგრიო

და შენს ბაგეს დავაცხრე კოცნას, რომ არ აპირებს.



ალბათ თოვლის ბრალია, რომ ჩემამდე ვერ მოდი

და გაზაფხულს უკლია სადღაც ერთი-ორი თვე

სადაც ამდენს ვითმენდი, სადაც ამდენს გელოდი

ცოტას კიდევ გავუძლებ, ცოტას კიდევ მოვითმენ.



თუმცა ვიცი ის დროა ცამეტ ტყვიას ვეძებდე

მაგრამ რა ვქნა თავია, ვერ ვიმეტებ სასროლად,

თუკი ბედი ბედია და შენც უნდა გაფრინდე

მიხარიხარ, მიღირხარ თუნდაც ბოლო გასროლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები