ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2011


ისევ პაწაწუნები... და ჰაიკუც

* * *
როგორ დამღალა უთავბოლო ამბიციებმა! -
ფშუტე თავთავი უფრო მორცხვად დგას თავდახრილი,
ვიდრე მავანთა ფშუტე გონება!


* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?


ჰაიკუ

დე, მომეფერე...
კალთაშიც ვერ ჩამისვამ, -
დიდი ვარ უკვე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები