ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: საბავშვო
21 სექტემბერი, 2008


ჩემი საბავშვოები

კისელი

(ჩემი პირველი ლექსი,
დაწერილი 6 წლის ასაკში.)

წავიდეთ, წავიდეთ,
ცხრა მთას იქით წავიდეთ...
მტერი როცა დავინახოთ,
მთაზე კი არ ავიდეთ,
მიწაში კი არ ჩავძვრეთ,
წყალში კი არ ჩავიდეთ,

შევებრძოლოთ მტერს,
მოვუგრიხოთ კისერი,
შემდეგ სახლში წავიდეთ და
ვჭამოთ ტკბილი კისელი!!!

1964


ლალის

- რატომ ტირის, ნეტა,
პაწაწინა ლალი?
- დედიკონა, მიშველე,
თვალი მტკივა, თვალი...

ჩამივარდა პაწაწა ქვა,
ერტი ბეწო ქვა...
მაგრამ... იცი, როგორ მტკივა?
ამომიღე, რაა?!

1964


ნატას

ჩვენი ნატა ხტუნავს ისე,
როგორც კარგი კვიცი...
ამიტომაც არ სუქდება,
რა ვქნათ, აღარ ვიცით...

1965



დედას

ყვავილი ვიპოვე...
სახელი არ ჰქონდა...
რა უნდა დავარქვა ნეტავ?
ვფიქრობდი ერთ საათს,
ვფიქრობდი ორ საათს
და მას დავარქვი...
"დედა"

1966 წლის 8 მარტი


ეს ლექსები  6-7 წლის ასაკშია დაწერილი და ძალიან მკაცრად ნუ შეაფასებთ!!!!

გუშინ, (22.09.08)  ვიპოვე ამ ლექსების დედანი: პირველი 2 ლექსი დათარიღებულია 1964 წლით, ანუ  მხოლოდ 6 წლისა ვყოფილვარ...  და ბოლო - 1966 წლის 8 მარტით... ანუ, მხოლოდ 20 დღის შემდეგ გავხდებოდი 8 წლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს