ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2011


* * *

ფოთოლცვენა და შემოდგომის მოთბო ამინდი,
მანძილი არც ისე დიდია  ჩემამდე,
არც ისე რთულია მოსვლა და მოტანა
ჰაერში გამჯდარი ზაფხულის სურნელის.
შეკარი კონებად-
მოფანტავს ამინდი გრძნობების ნარჩენებს.
-დაიტევს სხეული კვლავ სულის ნაფლეთებს,
ვამბობ და ზურგს ვაქცევ საკუთარ შიშსაც და
ნუ ხარჯავ საათებს უძილო ღამეში,
ნუ მაძლევ საბაბს რომ ჩემს თავსაც გავექცე.
მანძილი არც ისე დიდია ჩემამდე,
ზაფხულის ფერები შემორჩათ ღამეებს,
ხელის გულს მიუშვერ მზის სითბოს დილას და
სიღრმეში ჩამალავ გრძნნობების ნარჩენებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები