ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2011


ჩემთვის ლურჯი თქვენთვის მუზა

სიჩუმისგან ლურჯად ძერწავს მუზა ლექსის ახალ რიტმებს,
განთიადის ცისფერ პიჯაკს ლამპიონი ყვითლად იცმევს,
აწმყო ფიქრში გაჟღენთილი ეცეკვება სუსხით ჭადარს
ცა სისველით გაჭრა წვიმამ ეს  ხმა არც ერთ სხვა ხმას არ ჰგავს,
დედამიწა ყანწი არის და ეს წვიმა შავი ღვინო,
მელიქიფე ასხი, ასხი მზის ამოსვლა ვადღეგრძელო,
ფოთოლს წვეთი ჩამოზნიქავს წელში მოხრის ბებერ ჭადარს
მეღიმება როცა ლექსით გრძნობა აშლილ ჩემ თავს ვხატავ,
როცა ვძერწავ ნარიყალას, როცა რქარგავ მტკვარს და სიონს
მიყვარს როცა გადამთვრალზე მე გადავშლი გალაკტიონს,
სული სისხლში მიდუღდება როცა ვყვები ღვინის აღმართს,
ეს ქუჩაა ფიროსმანზე რომ ინახავს ყველა ამბავს,
მე აწმყოში გაქვავებულს უცნაური მესიზმრება
ჩემს ლექსებში გზა არეულს უკვდავება მეღირსება,
მე მარხილით დავსრიალებ თქვენი გრძნობის მწვერვალებზე
სადაც თოვლი ლურჯად დნება მე დავდივარ ისეთ გზებზე,
ლექს მიუძღვნი ისეთ ვინმეს ვინც შედევრი შექმნა ყველა,
პოეტის თუ მოქანდაკის ფერმწერის თუ დიდი მხატვრის
უკვდავების დიდი მორევში მათ ჩაუგდო დიდი ღუზა,
გაცნობილი გაგაცანით ჩემთვის ლურჯი თქვენთვის მუზა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები