ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: საბავშვო
22 სექტემბერი, 2008


ჩემი საბავშვოები-2

ია

რატომ ტირის ია?
ნეტავ ხომ არ შია?
ხომ არ შეაშინა
ფისომ ან მურიამ?

1964, ოქტომბერი


ზამთარი

ზამთარია, თოვლი მოდის...
- ნატა, გარეთ გამოდი!
- ვერა ხედავ? ღამე არის
და არც მთვარე ამოდის....
- შეგეშინდა? ეზოში ვართ,
ვიგუნდაოთ... რა მოგდის?

1965, იანვარი


მელა

აბა დელი-დელი-დელა,
ბოსტანშია წუწკი მელა!...

დაიჭირა ბიძაჩემმა,
მოგვიყვანა ქალაქში.
ჩვენ ძალიან მოგვეწონა
და დავიწყეთ თამაში.

1965, ივნისი


რიონი

ყველაზე დიდი მდინარე
დასავლეთშია რიონი.
იგი მწვერვალზე იწყება,
დედაა - კავკასიონი.

მორბის რიონი, თან მოაქვს
ქვები, კლდეს მონატეხები,
ეთამაშება ყვავილებს
თავის ტალღებით ცელქებით...
გარშემო გაშლილ მინდორსაც
გადაასხურა შხეფები.

1966, ივლისი

1964 წელს - 6 წლის ვიყავი მხოლოდ... ასე რომ, ეს ლექსებიც  6-8 წლის ასაკშია დაწერილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები