ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: საბავშვო
17 სექტემბერი, 2011


... ეგ ხომ შეუძლებელია...

      იჯდა და ფიქრობდა:                                                         
  - ნეტავი როდის გამოვალ აქედან? ვერაფერს ვხედავ. არა და, როგორ მაინტერესებს! თითქოს რაღაც კი ჩანს, მაგრამ ბუნდოვნად. აი ის ჭრელი ლაქები ყვავილებია, იმ დღეს მოვკარი ყური, ის მწვანე მინდორია, რომ დაფრინავენ ჩიტებია, რომ დაფარფატებენ - პეპლები. ნეტავი მე ვინ ვარ? ალბათ გავიგებ. ეჰ, როდის გამოვალ აქედან? - ამოიხვნეშა                                         
  - მალე - უპასუხა წრიპინა ხმამ.           
  - შენ ვინ ხარ? - შეეკითხა ის ვინც ჭუპრში იჯდა               
  - მეც შენნაირი პეპელა ვარ - უპასუხეს   
  - მაშ მე პეპელა ვარ?   
  - კი, შენ პეპელა პინი ხარ!   
  - პინი? საიდან იცი, რომ პინი ვარ?   
  - სახელებს ყველას არქმევენ. მართალია ჯერ არ გაჩენილხარ, მაგრამ მაინც დაგარქვი. მოგწონს?   
  - კი, მომწონს. შენ რა გქვია? 
  - პენო   
  - პენო, პეპლობა კარგია თუ ცუდი?       
  - გააჩნია, თუ კარგი პეპელა ხარ - კარგია, თუ არა - მაშინ ცუდი - უპასუხა პენომ   
  - პენო, მე როგორი პეპელა ვარ? 
  - ეგ ჯერ არავინ იცის   
  - პეპლობა ჩიტობაზე უკეთესია?   
  - თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსვენებას არ გვაძლევენ, ჩიტობა უკეთესია     
  - მოსვენებას რატომ არ გვაძლევენ? - დაინტერესდა პინი   
  - იცი რას გეტყვი? რომ გამოხვალ მაგ ჭუპრიდან მიხვდები! - გაბრაზდა პენო, შეკითხვებისგან შეწუხებული.                 
  - ახლა რომ მითხრა არ შეიძლება? - არ მოეშვა     
  - ოჰჰ, დამღალეეე! -         
  - კარგი, მაპატიე სხვა დროს იყოს - მოუბოდიშა პინიმ 
  - აბა ერთი ჩამოგხედო რა ფერის ხარ? - პენო ჭუპრზე დაფრინდა პაწია ნახვრეტში ჩაიჭყიტა.       
  - აჰა! თეთრი! ჰო, და, როგორც კი მაქედან გამოხვალ, აი იმ თეთრი  ყვავილების სიახლოვეს იფრინე და თუ  ჩიტებს შეამჩნევ, სასწრაფოდ მიეკარი!  - უთხრა პენომ.     
  - მე რომ სხვა ფერი მიზიდავს?   
  - ჰო, და შენც ჩიტებს მიიზიდავ და ისინიც სიამოვნებით შეგახრამუნებენ! თუმცა,  მაგათიც  მესმის 
  - რატომ უნდა შემახრამუნონ? - გაოცდა პინი     
  - აუუუ, უხსენი ახლა ამას! რატომ და ჩვენ მათი საკვები ვართ! გაიგე?  - გაბრაზდა პენო.         
  - როგორ? მაგისთვის ვჩნდები, რომ ჩიტებმა შემახრამუნონ? - შეწუხდა პატარა   
  - თუ ისე არ მოიქცევი, როგორც მე გირჩიე, მასე მოხდება!     
  - კი! კი, მასე მოვიქცევი!... მითხარი, პენო, როდის გავჩნდები?       
  - აბა, კარგად შევათვალიერო შენი ჭუპრი... აჰა.. ასე, სამ დღეში - დაასკვნა პენომ.                     
  - სამი დღე ბევრია?  - დაინტერესდა თეთრი პეპელა   
  - სამი დღე და კიდევ სამი ღამე - მიუგო პენომ       
  - რატომ დაამატე კიდევ სამი ღამე?  - არ ესიამოვნა პინის, რომელიც დაბადებას ჩქარობდა.   
  - ვაიი, რა სულელი ხაარ? როდესაც სამ დღეს ამბობენ სამი ღამეც იგულისხმება, გაიგე?    - დამცინავად თქვა პენომ.     
  - არ ვიცი.. მგონი გავიგე - დაიბნა პინი.   
  - კარგი, მე უნდა გავფრინდე, საქმე მაქვს -                   
  - საქმე რომ გაქვს კარგია, პენო?   
  - უსაქმურობას ჯობია!                           
  - საქმე მეც მექნება? - არ ეშვებოდა პინი.   
  - გააჩნია შენს ხასიათს  -     
  - ხასიათი რა არის, პენო?   
  - რა არის და ახლა მე შენს ხასიათზე აღარ ვარ და უნდა გავფრინდე!!! -  - გაბრაზდა პენო.   
  - საქმეზე? - არ მოეშვა პინი.   
  - ვაიმე რა სულელი ხარ! - ახლა გაეცინა პენოს. 
  - სულელი კარგია თუ ცუდი, პენო?   
  - ჭკვიანი ჯობია -   
  - მაშინ შენ ჭკვიანი ხარ, პენო... მე კი ჯერ ვიქნები სულელი, მაინც აქ ვზივარ... სამი დღე და სამი ღამე ... ეჰ..                       
  - იცი რას გირჩევ? დაიძინე. ძილში სწრაფად გაიზრდები და მალე გაჩნდები!           
  - მაშინ ახლავე დავიძინებ! - წამოიძახა გახარებულმა პინიმ.                 
  პენო გაფრინდა. პინი ეცადა, მაგრამ ვერაფრით ვერ დაიძინა. ხარბად აკვირდბოდა ჭუპრის ციცქნა ხვრელიდან ჯერ კიდევ უცნობ სამყაროს. - ზევით  ცა არის, ქვევით მინდორი და ყვავილები, ნეტავი ეს მინდორი რას ადევს? მთვარე და ვარსკვლავები რას უჭირავს? მზე მიწაზე რატომ არ ვარდება? ეჰ, რამდენი რამე არ ვიცი... ალბათ იმიტომ მიწოდა სულელი... მერე რა, გავიგებ და მეცოდინება! ამას კი ეშველება, მაგრამ ეს ჩიტები რას გვერჩიან?... მგონი ღამდება, დავიღალე ამდენი ფიქრით... - და პინის ჩაეძინა...         
  თვალები რომ ჭყიტა, უკვე კარგად გათენებულიყო.  -  ერთი ღამეც გავიდა, კიდევ ორი დარჩა... ნეტავი მალე გავჩნდები?  - თავისთვის ჩაილაპარაკა.     
  - უკვე მალე - ეს პენო იყო                                             
  - დილა მშვიდობის, პენო -   
  - გამარჯობა   
  - პენო, მთვარე და ვარსკვლავები რაზე ჰკიდია? - ჰკითხა   
  - ცაზე     
  - მინდორი რას ადევს?   
  - მიწას   
  - მიწა რას ადევს, პენო?   
  - დედამიწას   
  - გამოდის რომ მიწას დედა ჰყავს? - დაასკვნა პინიმ   
  -  გამოდის                   
  - ჩემი დედა სად არის, პენო?   
  - იმისთვის, რომ შენ გაჩენილიყავი, შენი დედა ჭუპრად გადაიქცა   
  - ეს... ძალიან დასანანია...                         
  - ჰო, დასანანია... ყველას ჰყავს დედა... 
  - ეჰ... პენო, მეც უნდა ვიფრინო?               
  - აბა?!   
  - პენო, იცი, ძალიან მაღლა მინდა ავფრინდე, სულ მაღლა! ზემოდან მინდა გადმოვხედო მინდორს, ყვავილებს, დედამიწას!   
  - არ გამოვა -  მოუჭრა პენომ   
  - რატომ?                                   
  - ჩვენ, პეპლები, სიმაღლეზე ვერ დავფრინავთ და იმიტომ!   
  - მე შევძლებ!               
  - შენ მართლა სულელი ხარ! სულელი მეოცნებე!   
  - მეოცნებე კარგია, პენო?   
  - რადგან სულელია, ესე იგი არც ისე   
  - აუცილებელია მეოცნებე სულელიც იყოს?     
  - ვაიმე რამდენ შეკითხვებს სვამ?! ვერ აფრინდები მაღლა! ვერაა!  -  გაბრაზდა პენო.       
  - ნუ მიბრაზდები, გთხოვ... იქნებ და...   
  - აუუუ! მე გავფრინდი, საქმე მაქვს!  - თქვა პენომ   
  - ნახვამდის       
  -  არა!   
  - რა, არა? - ჰკითხა პინიმ   
  - მე აღარ მოვფრინდები შენთან!                   
  - რატომ, პენო, რატომ? - იწყინა პინიმ   
  - იმიტომ, რომ ლაქლაქა ხარ და ცნობისმოყვარე! შევ-წუხ-დიი! -  და პენო გაფრინდა.   
  -ეჰ, ჯერ არ გავჩენილვარ და  უკვე პენო შევაწუხე... აღარ მოვალო... აღარო... აღარო... - ატირდა, ცხარე ცრემლები სდიოდა... ცრემლებმა ჭუპრი დანამა და დაალბო, ნასვრეტები გაფართოვდა, პინიმ ეს შეამჩნია  მიიწ-მოიწია და...                                 
  - მე გავჩნდი! მე გავჩნდი! მე გავჩნდიიი!                                 
  - რა გაყვირებს? - ეს ისევ პენო იყო, რომელმაც შორიდან მოჰკრა თვალი პინის დაბადებას  -  შენს გარშემო რასაც ხედავ ყოველივე ან ჩნდება, ან იბადება! რა შესძარი ქვეყანა?!                                                                 
  - მე... მე... უბრალოდ...გამეხარდა     
  - ჰო, კარგი... გილოცავ დაბადებას - მიულოცა პენომ     
  - მადლობ...  - მერე ნელა ასწია თავი, მიიხედ-მოიხედა, გაოგნებული უცქერდა სამყაროს...   
  -    კარგი, მე წავედი   
  - მადლობ, პენო, ვიფიქრე არასოდეს მოხვიდოდი   
  -  სულელი ხარ!   
  - ჰო, შესაძლოა... პენო, ყველაზე მაღლა რომელი ჩიტი დაფრინავს?     
  - არწივი, აი იქით მთაზე ბინადრობს  - მიუგო პენომ   
  - არწივი პეპლებს ახრამუნებს?     
  - არწივი იმ ჩიტების მტერია, რომლებიც ჩვენ გვახრამუნებენ, კიდევ თაგვების და კურდღლების.   
  - პენო, პენო, არწივს მტერი ჰყავს?   
  - არწივი ფრინველთა მეფეა! ვერაფერს დააკლებენ!  - თქვა და გაფრინდა. 
    პინიმ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მის წინ გადაშლილ საოცრებას. 
  - ალბათ სიმაღლიდან უფრო ლამაზი იქნება! ... მერე პაწია ფრთები ააფარფატა. 
  კარგად გამოუვიდა. თეთრი ყვავილისკენ გაეშურა და შიგ გულში ჩაეკრა! 
  - ყოჩაღ! კარგად გისწავლია - ისევ პენო იყო     
  - პენო, რა ლამაზია აქაურობა! - იძახდა აღფრთოვანებული. 
  - ჰო, ლამაზია   
  - პენო, მე რომ ძალიან მაღლა ავფრინდები აუცილებლად გეტყვი! 
  - ჰო, მითხარი, არ დაგავიწყდეს! - ეს უთხრა, თავისთვის კი გაიფიქრა - სულელი!       
  პინი ცოტა ხანი კიდევ ტკბებოდა მშვენიერი პეიზაჟით და მერე იმ მთისკენ გაეშურა სადაც არწივი ბინადრობდა. რამოდენიმეჯერ მოუწია შესვენება და ამით თავიც გადაირჩინა, რადგან ჩიტები დაედევნენ. მთასთან მიფრინდა. ჩხირების უცნაური წყობა-ნაგებობა შეამჩნია, საიდანაც სამი პირღია ბარტყის თავი მოსჩანდა. იქით გაფრინდა, მართვეებისკენ.                         
  - სალამი, მე პინი ვარ, თეთრი პეპელა, დღეს დავიბადე   
  - ოჰ! გილოცავთ, პინი!  - ერთხმად იყო ნათქვამი     
  - მადლობ, თქვენ რა, ფრენა არ იცით? - ჰკითხა პინიმ   
  - ვიცით, მაგრამ  დედა გვიკრძალავს, რადგან ჯერ პატარები ვართ - უპასუხეს ტყუპებმა.   
  - თქვენი დედა მაღლა დაფრინავს? -   
  - კი, ყველაზე მაღლა დაფრინავს! - ამაყად მიუგეს მართვეებმა. 
  - მე არ წამიყვანს?  - მორიდებით იკითხა პინიმ 
  - არ ვიცით, სთხოვე, აი მოფრინავს   
  დედა არწივმა საკვები მუტანა ბარტყებს. წამში შესანსლეს. არწივმა პინი შეამჩნია და ცოტა არ იყოს გაოცდა.   
  - შენ ვინ ხარ, ასეთი თამამი?  - ჰკითხა 
  - პეპელა პინი - მიუგო     
  - პეპელა პინი! ლამაზად ჟღერს!  - წარმოსთქვა არწივმა   
  - მართლა? - გაეხარდა პინის     
  - ჰა-ჰა-ჰა, მართლა, მართლა - გაეცინა არწივს       
  - მადლობ, არწივო   
  - პინი, ჩემი არ გეშინია?  -  ჰკითხა   
  - ასე მითხრეს არწივები პეპლებს არ მიირთმევენო.   
  - ჰო, თითქმის არა, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე   
  - მე... მე...რაღაც უნდა გთხოვოთ  - დაიძაბა პინი   
  - გისმენ   
  - არ ვიცი საიდან დავიწყო...     
  - არსაიდან, პირდაპირ თქვი   
  - არწივო, ჯერ კიდევ ჭუპრში, ოცნებად მქონდა დედამიწია სიმაღლიდან დამენახა. ვიცი, რომ არწივები ყველაზე მაღლა დაფრინავთ. წამიყვანეთ, გთხოვთ, მეც შევხე დავ... ლამაზი უნდა იყოს...   
  - ჰა-ჰა-ჰა-  -  ისევ გაეცინა არწივს  -  ვფიქრობ წაგიყვან. სიმაღლის არ გეშინია?     
  - არა!  მშიშარა არ ვარ!   
  - იმიტომ, რომ სულელი ხარ - ისევ გაიცინა   
  - ჰო...ალბათ... სულელი მეოცნებე.. რა ვქნა,  ასეთი ვარ...ძალიან მინდა...  -        -  - რადგან ძალიან გინდა, რა გაეწყობა, წაგიყვან, მაგრამ ერთი პირობით, თუ მიიღებ წაგიყვან და გაჩვენებ დედამიწას სიმაღლიდან!   
  - უკვე თანახმა ვარ, ნებისმიერ პირობაზე, არწივო - თქვა გახარებულმა.  - ჰოო? მაინც მოისმინე პირობა: იქ ზევით დაგტოვებ და, შენ, თითონ უნდა დაეშვა მიწაზე -
  - კი!კი!კი! თანახმა ვარ! - წამოიძახა პინიმ     
  - პინი, მერე იცი, რომ ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდება?           
  - სიცოცხლის ფასად? - ვერ ხვდებოდა პინი       
  - თქვენ, პეპლებს, ხანგრძლივი ფრენა არ შეგიძლიათ. იმ სიმაღლიდან დაშვებას კი დიდი დრო სჭირდება, ძალა გამოგეცლება და დაიღუპები, კარგად დაფიქრდი, პინი!   
  - ...მე მინდა იქ... მაღლა...       
  - კარგი, წავედით, აბა, დაიკავე შენი ადგილი ჩემი ფრთის ქვეშ -   
  არწივი დინჯად აიწია, გაშალა უზარმაზარი ფრთები... მაღლა...უფრო მაღლა... რაც უფრო შორდებოდნენ დედამიწას, მით უფრო ლამაზი ხდებოდა იგი! პინი გაოგნებული უცქერდა მდელოს, ტყეებს, მდინარეებს, მთებს, ტბებს!    - როგორი ბედნიერი ვარ, არწივო, რომ იცოდე! - იძახდა პინი - ახლა სიკვდილისაც არ მეშინია!       
  არწივს ეღიმებოდა. დიდხანს იფრინეს.     
  - აბა, პინი, დაბლა უნდა დავეშვა, ჩემს ბარტყებს საკვები უნდა მივუტანო -  - უთხრა არწივმა.   
  - დაეშვი, დაეშვი, არწივო! მე კი დამტოვე! პირობა მახსოვს!  - გაჰყვიროდა პინი.       
  გაოცებულმა არწივმა პინის გახედა:  - მაშ, დაგტოვო?   
  - კი! კი! დამტოვე,! დამტოვე!    - იძახდა ბედნიერი პინი   
  - ჰმ, პეპელავ, შენ იცი  მე ვინ ვარ? - ჰკითხა არწივმა.   
  - ვიცი! ვიცი! ვიცი!  - გაჰყვიროდა პინი     
  - მერე? მეოცნებე კი ხარ, მაგრამ სულელი არ ჩანხარ, არ გიფიქრია, რომ ღირსება გამაჩნია?!       
  -  ახლა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, არწივო! ვერაფერზე!  - იძახდა პინი.   
    არწივმა ღიმილით გახედა და არაფერი უთქვამს. შეუმჩნევლად ეშვებოდა დაბლა. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს პინი, როდესაც მინდორზე ყვავილები დაინახა.
  - აბა, პინი, ახლა შენ თითონ შესძლებ - უთხრა არწივმა.     
  - მადლობ, არწივო! მე მივხვდი რა არის ღირსება!         
    და უზომოდ ბედნიერი პინი მინდვრისკენ გაფრინდა.     
  - პინი! მომეწონე! როდესაც გასეირნებას მოისურვებ, მომაკითხე, ისევ აგიყვან, იქ, მაღლა!     
  - მადლობ! მადლობ, არწივო!, ნახვამდის! - გასძახა პინიმ.       
  ამ საუბარს პენომ მოჰკრა ყური და თავისი თვალითაც დაინახა, როგორ მოაცილა არწივმა პინი. ლამის ენა გადაყლაპა, პინისთან მიფრინდა გაოგნებული:   
  - შეენ...შეენ... შენ... მართლა...     
  - ჰო, პენო, მართლა!   
    ამგვარი ,, სიმართლე,, არა ერთხელ განმეორდა. როდესაც პენომ ეს ამბავი სხვა პეპლებს უამბო, პეპლებმა სიცილი დააყარეს და იცით რა უთხრეს?   
    - სულელი ხარ შენ, პენო! ეგ ხომ შეუძლებელია!         
      არა და...                 
                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები