ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2011


თოვლი( დროს)

                 
დრო თოვს და მხრებზე დნებიან და დნებიან დრონი,
ღამეა სადღაც უსასრულოდ დიდი და უშნო
ვიღაც ფანჯრიდან შეაჩერდა ბოშების ოინს,
ვიღაცას გარეთ უფრიალებს მსუბუქი კაშნე.

იწყება ახლა ყველაფერი იწყება იმით,
რომ რაც წავიდა ახლა თოვად ციდან ეშვება
და თუ უწერენ მეფეებსაც ცხოვრების "ლიმიტს"
დროს მხოლოდ ერთხელ, ალბათ სწორედ ამ დროს ეშლება.

კვლავ კვალს მარხავენ გამრუდებულ ზურგზე ფერდობის,
სადღაც ბეღურებს ეღვიძებათ მშიშრებს და სუსტებს,
და შენც ბავშვივით თოვლში სწორედ დროთი ერთობი
და შენი განცდაც გამეტებით სწორედ დორს უტევს.

და ეს ის დღეა როცა მხოლოდ მეფეა ტახტზე,
სწორედ მეფები მეფობენ და დრო ბარდნის გარეთ
შენ კი ცდილობ, რომ თოვლს უბრალოდ არ გადაახტე
და მიუხურავ ცხვირწინ შენი სასახლის კარებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები