ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2011


ღამეა სექტემბრის...

ღამეა სექტემბრის...
- სადა ხარ? - იამო...
ფოთლებში შენს სახელს
ჩურჩულებს ნიავი...

დაგეძებს ამ ჩემი
სტრიქონის იამბი...
მინდა რომ ის ძველი
ზღაპარი მიამბო...

შემოდი და სუნთქვით,
მაგ სუნთქვით, ხმახშირით,
გააპე ოთახის,
და სივრცის ნახშირი...
ვერ ვიტან ამ მანძილს,
რომელიც მაშორებს,
შენს ღიმილს,
შენს სუნთქვას,
შენი ხმის მაჟორებს...

არა გღლის სევდა და დუმილი იათა?!.
მო, თორემ ინათა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები