ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2011


ფერეიდნელი მგზავრი (გიორგი ალავერდაშვილს)

’’შორია გურჯისტანამდე“...
თუმცა არც ისე შორი,
ვერ ინახულოს ქართველი,
მისი ტოლი და სწორი.
მიდის... ლოცულობს ბერივით
ფერეიდნელი მგზავრი,
მინდა იმ ჭყონდიდელივით
რწმენის დავრეკო ზარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები