ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2011


* * *

როცა თენდება, აივანზე გავდივარ და ჯერ კიდევ სუფთა, ახალდაბადებულ მზის სითბოს ხელის გულზე ვიგროვებ. მზის ნაზ სხივებს ვაძლევ საშუალებას ჩემს სამყაროში შემოვიდნენ, ვაგროვებ მათ რომ ზამთარში გაყინული სხეული გაგითბო. თოვლიანობისას მოვალ, გულის სიღრმიდან ამოვიღებ მზის სხივებს, და ასე შევეცდები ჩვენი სულები ერთმანეთს გადავაბა.
მინდა იქ ვიყოთ სადაც არ ვიქნებით იძულებულები ერთმანეთს ვეომოთ, არ წაგვართმევენ ძლივს შექმნილ სიმშვიდეს.
ცხოვრებას ერთ დიდ ლამაზ სიმღერად ვაქცევთ, ნოტებად ავიღებთ ნარჩენ ტკივილებს, სიტყვებად კი ალბათ ადამიანების გულის ფეთქვას-რასაც თვითონ ვერ მართავს და ვერ უცვლის სახეს.
შენ ამბობ რომ ზღაპარია, ადამიანები ერთმანეთს აღარ ებრძოდნენ და ქმნიდნენ სიმშვიდეს. მე კი გთხოვ :
-გადმოდი ჩემს ზღაპარში, გადმოდი  სანამ რეალური სამყარო გადამალული მაქვს, ზურგით ვეფარები, ნუ მისცემ ყოფიერებას უფლებას შენს სხეულს  სული მარადიულად მიაჭედოს ხელზე ლურსმნებით. გთხოვ გადმოდი ზღაპარში, რომლის დამთავრებაც მხოლოდ ჩვენზეა. და თუ არ გინდა იყო ჩემსავით არარსებობის უკიდეგანო მორევში ჩაძირული, მე მაინც ნუ დამიშლი, რომ ჩემს თავს მივცე გასაქანი სიმსუბუქისკენ.
-
მასაც ჩემსავით ოცნებით ქონდა გონება სავსე, მაგრამ წლების წინ ყველაფერი გააკეთა საკუთარი თავის ოცნებიდან გამოსაყვანად. ჩვენ ვიოცნებებდით  მშვიდობაზე, მერე რა რომ მშვიდობის უნდა გვეშინოდეს, რადგან არ ვიცით როდის, საიდან შემოგვიტევს რეალობა და დაიწყებს ოცნებების სისხლიან წმენდას. ჩვენ ერთად ვიდგებოდით ბოლომდე, გმირულად და დავიცავდით საერთო ფიქრებს.

რადგან შენთან მოსვლა და ამ ყველაფრის თქმა ძალიან დავაგვიანე, გთხოვ რომ შერჩენილი ოცნების ნაპერწყალს ხელები მოაფარო და არ მისცე ჩაქრობის საშუალება. მომცე უფლება რომ ერთხელ მაინც მოგიტანო დაგროვებული მზის სითბო, დაღლილი სულები ერთად გავითბოთ .მომიშვი შენამდე რომ ყველაზე ხმაურიანი სიჩუმე შევქმნათ და  მერე სადამდეც შევძლებთ
ვდუმდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები