ნაწარმოებები



ავტორი: ასდდსა
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2011


კაცობრიობას

როცა ცხოვრება სუნთქვას არ გაცლის,
როდესაც ტირის კაცობრიობა,
და გაქ იმედი, სურვილი ახლის,
თუმცა არა გაქ გამბედაობა,

მაშინ დაიწყე თვალგასწორება,
მოძებნე რამე შანსი ახალი,
არ გაგიმართლა? ეს გასწორდება,
გექნება შანსი ბევრი, მრავალი,

შენი, ვალია არ დაუხარო,
აღარ დაუდო მას შენი თავი,
თორემ მიხვდება სულის სისუსტეს,
და არ დაკარგო იმედი ხვალის,

იქნება ხვალე რამე იმედი,
ანდაც ნამცეცი უიმედობის,
ან გაგახარებს ვინმე დიდებით,
ან აივსება სული მეტობით.

მაინც არ გატყდე, ნუღარ იტირებ,
გეყოფა ამდენი თავის ტანჯვა,
მე კი გპირდები მაშინ იცინებ,
როცა "ის ქურდი" საერთოდ წავა. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები