ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2008


ქურდი

მეც ხომ ქურდი ვარ,
ზოგჯერ თვალებს
შემოგაცეცებ,
შენს ჩრდილს ვიპარავ,
შენი კაბის ფერად
ნაკეცებს,
ვინახავ დიდხანს,
კაკლის ფოთლით,
ხან ნაფტალინით...
ამ ბოლოს ისევ
დავიჩემე
ცივი ტალინი
შორი გემებით,
წვეტიანი სამრეკლოებით,
მოგონებებში
ქარვისფერი
ცა რომ გაფატრეს,
და პადრე,
პადრე,
მიპასუხე,
მეც ხომ ქურდი ვარ,
როცა ხანდახან
ჩემი სატრფოს
სუნთქვას ვიპარავ,
თუნდაც თვალებით...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები