ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2011


გამოგონილი ისტორიის კედლებში...

სირცხვილშეპარვით მებუზება ყველა სტრიქონი,
ვიცი, ნაშთი ვარ მხოლოდ ფუჭი დაპირების და
რა მანძილს გადის სინანული პატიებამდე?!
ან რა გზა არის სიმშვიდემდე - პატიებიდან?!
ვერცერთ კითხვაზე იარსებებს პასუხი ერთი,
თავისებურად მართალია სადღაც სუყველა,
ნელ-ნელა მგონი ვემსგავსები ხახას უფსკრულის,
ყველა განცდას, რომ სამუდამოდ ყლაპავს, უთქმელად...
ვსუნთქავ ფრაზებით, არასოდეს გიმხელდი რასაც,
გამოგონილი ისტორიის კედლებში ვცხოვრობ,
რომ შემიყვარდი, ეჭვს შევიტან ვერასდროს, თუმცა...
იმსახურებდი? - ეს მაეჭვებს ყოველთვის მხოლოდ...

ლიკა ოხანაშვილი
29.09.2011


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები