ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2011


ვერ შეგიყვარე

ვერ შეგიყვარე...
ნაიარევად დამიტოვე თვალები თითქოს...
ვერ შეგიყვარე...
ვერ მოგენდე...
ვერ შეგითვისე...
გაგერიდე და
ახლა მაინც შენს სულზე ვფიქრობ...
როგორ გატკინე...
თავად ვიცი,
გატკინე როგორ –
გული, რომელიც ფიანდაზად ლამის გამიგე...
შენ მადარებდი მარგალიტს,
ობოლს,
რომელიც ფსკერზე იპოვე და
ბედისწერამ გულზე დაგკიდა...
მაინც ვერა...
ვერ...
შეგიყვარე მაინც ვერაფრით...
რა ვქნა,
სად მე და სად ასეთი თაყვანისცემა...
ნუ, ნუ მეძახი...
გეხვეწები,
ნუღარ მეძახი...
ნუ ამიჩქარებ ჩემს ისედაც
ჩქარ მაჯისცემას...
ჩემთან ცხოვრება არ იქნება იოლი შენთვის...
ჩემში დანთებულ ხანძარს აბა, როგორ გაუძლებ...
ზღვას რომ ესვრიან ნაპირიდან,
მე ვარ ის კენჭი,
ზღვაც მე ვარ, თითქოს,
ყველა კენჭს რომ უკან აბრუნებს...
ვერ შეგიყვარე...
ნაიარევად დამიტოვე თითქოსდა მზერა...
რა ვქნა, ასეთი გამაჩინა განგებამ, ვხვდები...
მე ვარ ის ლექსი, პოეტმა რომ ვეღარ დაწერა...
ალბათ, ამიტომ ვამჯობინე გზებს ბილიკები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები