ძალიან ძნელად ვეგუები ზაფხულის სიცხეს, ძალიან ძნელად ვეგუები სუსხიან ზამთარს. ძალიან ძნელად მიჯერებენ,თუ სადმე მიცნეს, ძალიან ძნელად ვიზიარებ ვიღაცის ნათქვამს. და მერე ვხედავ, ასეთია საერთო ფონი, იტყვიან ჩემზე ... რა უნდა თქვან? ან რატომ? -რავი... ერთი ქუჩაა საქართველო და მიკროფონი, ყვირილი! ბევრგან დაკეტილი ღმერთისკენ კარი. მარტო შენ, მარტო თუ გაიგებ ამ ცრემლის სისქეს, მარტო შენ (როცა აივანზე ბეღურებს ვაჭმევ) არ გგონია, რომ გაყვე პოეტს -ეს არის რისკი, გზატკეცილიდან გადახრილი ხრამისკენ საჭე. მარტო შენ, მიმი, არ გგონია, რომ მე ვარ ცაში, ქარონის ნავით ვმერყეობ და ღრუბლებში ვცურავ, მე ვათბობ ფიქრში ჯერარშობილ ჩვენ ლამაზ ბავშვებს, მე უკვე ვზრუნავ,ანუ აზრი, რომ ყველა ცრუა- მცდარია, როცა პოეტებზე მიდგება რიგი, ტვირთია როცა პოეტი ხარ და მერე კაცი, ყველამ კისერი მოიტეხა,როცა შენ მიგებ, როცა დასახრჩობ ფხას ვყლაპავ და პირიდან მაცლი.
მარტო შენ..მარტო შეგიძლია მაჩვენო გზები, რომელზეც ასეეე-პირდაპირ და ბოლომდე ვივლი... ნაპირად ზოლი:მუხა,ნაძვი და მწვანე ბზები, და თოვლზე თითით მოხაზული სახელი : "მ ი მ ი" .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ეს არის რისკი, გზატკეცილიდან გადახრილი ხრამისკენ საჭე.
სხვა რომ არაფერი გქოდეს,ესეც საკმარისია,ზედვაკელო! უძლიერესი ლექსია ეს არის რისკი, გზატკეცილიდან გადახრილი ხრამისკენ საჭე.
სხვა რომ არაფერი გქოდეს,ესეც საკმარისია,ზედვაკელო! უძლიერესი ლექსია
15. და თოვლზე თითით მოხაზული შენი სახელი.
-ასე დავამთავრებდი ამ ლექსს და შესაბამისად ავაგებდი ბოლო სტროფს. ყველაზე მეტად მომეწონა მე მგონი შენი ბოლო ლექსებიდან.
ტვირთია როცა პოეტი ხარ და მერე კაცი...
მაინც ვთვლი, რომ კაცი ჯერ კაცი უნდა იყოს და მერე პოეტი და ა.შ... "მერე"... არ მომწონს აქ ეს "მერე"...
-ეს არის რისკი, გზატკეცილიდან გადახრილი ხრამისკენ საჭე...
კარგია.
და თოვლზე თითით მოხაზული შენი სახელი.
-ასე დავამთავრებდი ამ ლექსს და შესაბამისად ავაგებდი ბოლო სტროფს. ყველაზე მეტად მომეწონა მე მგონი შენი ბოლო ლექსებიდან.
ტვირთია როცა პოეტი ხარ და მერე კაცი...
მაინც ვთვლი, რომ კაცი ჯერ კაცი უნდა იყოს და მერე პოეტი და ა.შ... "მერე"... არ მომწონს აქ ეს "მერე"...
-ეს არის რისკი, გზატკეცილიდან გადახრილი ხრამისკენ საჭე...
კარგია.
14. ძალიან, ძალიან მომეწონა , სულ ერთნანეთზე უკეთესი ფრაზებია! ძალიან, ძალიან მომეწონა , სულ ერთნანეთზე უკეთესი ფრაზებია!
12. ძალიან გაიზრდება ეს პოეტი...55555555
ძალიან გაიზრდება ეს პოეტი...55555555
11. ძალიან მაგარია გიო ძმა. ძალიან მაგარია გიო ძმა.
10. მომწონს თქვენი ღრმა აზრის მსუბუქად გადმოცემის სტილი... აქ ყოველთვის ვპოულობ რაღაც ისეთს, რაც დამახსოვრების ღირსია... "ერთი ქუჩაა საქართველო და მიკროფონი, ყვირილი! ბევრგან დაკეტილი ღმერთისკენ კარი."
მომწონს თქვენი ღრმა აზრის მსუბუქად გადმოცემის სტილი... აქ ყოველთვის ვპოულობ რაღაც ისეთს, რაც დამახსოვრების ღირსია... "ერთი ქუჩაა საქართველო და მიკროფონი, ყვირილი! ბევრგან დაკეტილი ღმერთისკენ კარი."
9. ძალიან ლამაზია გიო... გაიხარეთ + 555 ძალიან ლამაზია გიო... გაიხარეთ + 555
8. ++++ კაი ხარ ++++ კაი ხარ
5. უდიდესი სიყვარულის დასტური...
როცა დასახრჩობ ფხას ვყლაპაც და პირიდან მაცლი...
ძალიან მომეწონა, ძალიაააააან... უჰ, კარგი იყო უდიდესი სიყვარულის დასტური...
როცა დასახრჩობ ფხას ვყლაპაც და პირიდან მაცლი...
ძალიან მომეწონა, ძალიაააააან... უჰ, კარგი იყო
4. როცა დასახრჩობ ფხას ვყლაპავ და პირიდან მაცლი. როცა დასახრჩობ ფხას ვყლაპავ და პირიდან მაცლი.
2. მარტო შენ..მარტო შეგიძლია მაჩვენო გზები, რომელზეც ასეეე-პირდაპირ და ბოლომდე ვივლი... ნაპირად ზოლი:მუხა,ნაძვი და მწვანე ბზები, და თოვლზე თითით მოხაზული სახელი : "მ ი მ ი" .
მომეწონა :) მარტო შენ..მარტო შეგიძლია მაჩვენო გზები, რომელზეც ასეეე-პირდაპირ და ბოლომდე ვივლი... ნაპირად ზოლი:მუხა,ნაძვი და მწვანე ბზები, და თოვლზე თითით მოხაზული სახელი : "მ ი მ ი" .
მომეწონა :)
1. მიცვნეს- მიცნეს
"ქარონის ნავით ვმერყეობ და ღრუბლებში ვცურავ,"- ბრწყინვალე სტრიქონები :)
და საერთოდ, ძაააააააააალიან მაგარი ლექსი :) მიცვნეს- მიცნეს
"ქარონის ნავით ვმერყეობ და ღრუბლებში ვცურავ,"- ბრწყინვალე სტრიქონები :)
და საერთოდ, ძაააააააააალიან მაგარი ლექსი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|