ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2011


ფოთოლცვენის მასკარადი

ოქტომბრის დამდეგს უძილობამ აშალა გრძნობა,
მე ფოტოლცვენის მასკარადზე პოეტის ნიღბით,
მოგონებებით გადამთვრალი წარსულის მონა
გაბრუებული არ წავიქცე მე ცარცით ვიბრძვი

აწმყო სივრცეში გაიყინა და სივრცე დროში,
ვიღაცას უცდის ქუჩის ბოლოს უცნობი ქალი
თუ დაუხატავს მოლოდინი ამ ქვეყნად მხატვარს,
ის წინ და უკან ნაბიჯებით მოლოდინს ხატავს

ალბად საათში ახლაც ღლიან წუთებს წამები,
აქ ქუჩის თავში ჩამომჯდარა ლურჯ სკამზე ბიჭი
თუ დაუხატავს სინანული ამ ქვეყნად მხატვარს,
თავი ხელებში ჩაურგია სინანულს ხატავს

ქარით გაცვეთილ ჰაერს სუნთქავს ჩემი ფილტვები,
ახლა ქუჩაში ორნიღა ვართ მე და სიმრავლე
ნეტავ სიგიჯე თუ უხატავს ამ ქვეყნად მხატვარს,
კედელზე ცარცით ამ ლექსს ვაწერ სიგიჯეს ვხატავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები