ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2011


ეცაადე ჩემსავით დაუხვდე აღსასრულს

ძნელია,როდესაც ქარებთან ჭიდილში, შეხვდები ალიონს.
როდესაც ცის კართან,თითქმის არ ანათებს,ეული ვარსკვლავი.
ამ ფერთ გასაყარზე,დრომ იქნებ სიცოცხლე,წამივით გალიოს
და ვეღარ ავაგო,მთის თავზე,ეგ ჩემი ნატრული კარავი.


თუ ასე მეწერა,ასე თუ ინება ბედმა ეს ფინალი,
ვეცდები,ამაყად,ჩვეული ღიმილით დაუხვდე,აღსასრულს.
ოხერი,რომ მოვა,ბილწი ხმის კანკალით,იკითხოს "ვინ არის?"
უბრალო გვარი აქვს და მეფურ ღიმილით,უღიმის დასასრულს.


მე გეტყვი, მეფე ვარ,ოღონდ სისხლით არა,მეფური სული მაქვს.
ამ სულის სამეფოს,იცოდე არააქვს სიკვდილო,საზღვარი.
ღიმილის მიზეზი,ეს ხორცად ქცეული,ქვასავით გულია.
შენთვის სამასპინძლოდ,სხეულში ვაშენე სიკეთის ტაძარი.


მიდი ჰე ლაჩარო,დავშორდეთ ერთმანეთს ასიოდ მეტრით და
დუელი გავმართოთ,სადაც მარცხის გემო,ჯერ არ გაგიგია.
გიმიზნებ სიყვარულს,ძმობას მართალ კაცის და შენი ხელიდან,
მოველი სიძულვილს,მაგრამ მკერდ საფარი აღარ დამიგია.


და აი დავმარცხდი.როგორ გაგიხარდა?განა ეს ძნელია?
ამ ლეშის სიკვდილმა,ეს კუშტი ტირანი,როგორ გაგაცინა?
მაგრამ ეს იცოდე!მეფურ სულს,ცის იქით,სულ სხვები ელიან.
შენ გქონდეს ფიტული,უსულო სხეული ჩემგან,დასაცინად.


მე ასე,ამ სულის სილაღით ვაჯობე,ბუმბერაზ არსებას.
ფრთაგაშლილ ფიქრების,ამაყი ჭენებით,გავქუსლე შორეთში.
შენც თუ კი,გიმზადებს იგივეს,ეს ჩვენი წყეული განგება.
სული ალამაზე,მაგ ლეშის გაპრანჭვას,როგორმე მოეშვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები