ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
24 სექტემბერი, 2008


ნუ განიკითხავთ

ხალხს დედისერთა ვგონივარ... როგორ ცდებიან... მე ჩემი მეორე მეს სხეულში ვცხოვრობ. ეტყობა, რომ ჩავისახეთ, ჩემი წილი ხორცი ვერ მოიძებნა, ცარიელი სული დავრჩი და შევეკედლე. ვიწროდ ვართ, მაგრამ ვიტან.
    პერიოდულად გამოვდივარ მისი სხეულიდან, წინ ვუჯდები და ჩუმად ვაკვირდები. ის ვერ მხედავს, მხოლოდ მგრძნობს. მუდმივ წინააღმდეგობაში ვართ. ის ისეთი წყნარია, აუღელვებელი, წესიერი... მე კიდე?... არა, ბოროტი არ ვარ... უბრალოდ უსხეულობა მკლავს და იმ ჟინს , რომელიც პერიოდულად მერევა ვერ ვიკლავ... ის კი არ მთხოვნის თავისას. ის ხომ ისეთი წესიერია!... უტვინო!...
    აი, გუშინაც, შენთან ლაპარაკისას, მისი თვალებიდან გადმოვიხედე... რა ვქნა? რა ჩემი ბრალია? მზის წნულზე ქონდა ხელი მიჭერილი და ისე გიყურებდა... ჩემი გამოსვლა კი მხოლოდ მაქედანაა შესაძლებელი... ერთი პატარა სუსტი წერტილი აქვს, მეც მიჭირს გამოტევა, მაგრამ მთელ ემოციებს შევისუნთქავ, ისეთი ვხდები როგორც სინათლის სხივის ნაკადი და წამში გამოვდივარ, მერე ვიშლები და ნებისმიერ ფორმას ვიღებ ამ უსასრულობაში... ძირითადად ვცდილობ მისი სახე და სხეული ავირეკლო, მერე სარკეში ვპოზიორობ და მიხარია... საკუთარ ანარეკლს ხომ მხოლოდ მე ვხედავ...
    უფფ!!!.. რამდენი ვილაპარაკე!!!!!!! ხოოოოო სად ვიყავი? აჰა, იქ, შენ რომ გიყურებდა. მოკლედ მისი თვალები ერთი დიდი სარკმელია... ჩაიხედავ და ყველაფერი შიშვლად ჩანს, ალალად... ვერაფერს მალავს, ვერც წყენას... ვერც სიხარულს... ისე ძირითადად სულ უხარია! სულელი!!!
    შენ რომ გელაპარაკება ყოველთვის ვტოვებ... მაგის ტანჯვას ვერ ვუყურებ... ღამე კი, როცა მოკრუნჩხული ჩუმად ირწევა და სევდიანობს დავცინი... არა, კი არ დავცინი, ყურში ჩავხარხარებ... გინდაააა????? გააკეთე რააა!!!!!!! თავისი უაზრო პატიოსნებით შემაწუხა!..
    მოკლედ, ვერ გამოვძვერი და თვალებიდან გამოვიხედე... მისი თვალებიდან... ისე, კი მაინტერესებდა როგორი იყავი... აი, როგორი ყოფილხარ... ან როგორ უძლებს ამ ცისფერ თვალებს... ასეთ ნაღვლიანს და უძიროს...
    მოიცა, მოიცააა... დავინახეეე... არც შენ ყოფილხარ დედისერთა... მაგ სილაჟვარდიდან ჩემნაირი შიშველი სული მიყურებდაააა... რას ერჩოდი? რატო უთხარი: “არა, ყველა ქალშია რაღაცა დოზით ბოზიო?” ისე გაუფართოვდა თვალები გადმოვვარდი... ეს ხომ მე ვიყურებოდიიიი! შტერო! ეგრე რატომ თქვი?! მთელი დღე დარდობდა!
      შენი მეორე მეც გადმომყვა და იქვე თქვენს ფეხებთან ბალახებში მივეცით სიყვარულს... იფფფფფ რა კარგი იყოოო!!!! თურმე სულსაც შესძლებია ბოზობა... ნეტა რას ვთხოვდი მაგ ოხერ სხეულს?!..
      გამოგხედეთ... ხელიხელჩაკიდებულები მიდიხართ...
      ფოთოლცვენაა...
      რა დაბრუნდება შენს წესიერებაში?!...
      რა გაუძლებს განკითხვას?!...
      გევედრებით ადამიანებო ,  ნუ განიკითხავთ საკუთარ მეორე მეს!....
      ნუ განიკითხავთ...…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები