 | ავტორი: mrs.smith ჟანრი: პროზა 20 ოქტომბერი, 2011 |
მარკი ფიქრობს, რომ ზედმეტად თავხედი ვარ იმისთვის, რომ ვიყო ნამდვილი ლედი; ნიკოლასის აზრით, საზიზღრობამდე სრულყოფილი ვარ. მე კი ვფიქრობ, რომ ორივეს აზრი ფეხებზე მკიდია და საერთოდაც, სულელი ვარ, დილას მათზე ფიქრით რომ ვიწყებ. ყავის სმა მთელი რიტუალია ჩემთვის. თან სურნელოვანი რიტუალი. საწოლიდან წამომდგარი პირდაპირ სამზარეულოსკენ მივდივარ და ჩაიდანს გაზქურაზე ვდგამ ხოლმე. არ მიყვარს ელექტრო მადუღარები. მერე შემოვჯდები რაფაზე ხელებში მოქცეული თბილი ჭიქით, სათვალეს ვირგებ და პირველივეს, რასაც ფანჯრებს მიღმა ვხედავ, დიდ გალიაში გამომწყვდეული მტრედები არიან. ყველა თეთრია და გამხდარი. პატარაობისას ერთხელ გავუღე კარი. მხოლოდ ორმა მოასწრო ,,გაქცევა” და მესამე მე ვიყავი_ჩვენი მსუქანი მეზობლის ყვირილის ხმა სარდაფშიც ჩამესმოდა. მახსოვს, დედამაც კარგად დამტუქსა ამის გამო. მამა კი მშვიდად იყო და ყურში ეუბნებოდა დედას, დაანებე, ბავშვია. რომ გაიზრდება, მიხვდებაო. გავიზარდე და ვერაფერსაც ვერ მივხვდი. უბრალოდ, ახლა მზერას ვარიდებ მტრედებს. მე თუ არეულ ამინდებსა და მწარე კერძებზე ვგიჟდები, ჩემი და_ცხოველებზე. ტვინი წაგვიღო, ან ძაღლი მიყიდეთ, ან კატა, ან ცხენიო. კატების სურვილს ქუჩა-ქუჩა იკმაყოფილებდა, რამდენჯერმე თვითონ წავასწარი, როგორ ეპოტინებოდა დახლების ქვეშ შემძვრალ ბინძურ არსებებს. ერთხელ ძაღლიც ამოათრია სახლში, თან გამოგვიცხადა, თუ გააგდებთ, ჩემი გაგდებაც მოგიწევთო. რა თქმა უნდა, აქაც ჩემმა ფსიქოლოგიურმა მიდგომამ გაჭრა და ათასი უაზრობით თავგამოტენილ ბავშვს კარგა ხანს სჯეროდა, რომ ვუყიდიდით ცხენს. არა, უფრო სწორად, კვიცს. დააძინებდა თავის საწოლში და როცა გაიზრდებოდა, თავის დახრას ასწავლიდა. არა, არანაირი დახვეწილი მანერები. მთავარი იყო, კარში შემოტეულიყო ხოლმე გასეირნების შემდეგ. თუმცა, როცა მიგვიხვდა უაზრო დაპირებებს, კიდევ ერთხელ დაგვაყენა ყველა ფეხზე, თავის მხრივ, დათმობაზეც წავიდა და მეორე დღეს კატის, ძაღლისა და ცხენის მაგივრად ჩვენს ოჯახს ახალი წევრი შეემატა თუთიყუშის სახით. დანახვის წუთიდან ვერ ვიტანდი, სულ თვალს ვარიდებდი. მარტო ღამით, როცა ყველას ეძინა, შევიჭყიტებოდი ხოლმე მის გალიაში და სინანულის გრძნობა ჩემი დის მიმართ გაბრაზებაში გადამდიოდა. მამამ წამასწრო ერთხელ ამ დროს და მითხრა, ბავშვია, შევეშვათ. გაიზრდება და მიხვდებაო. ვაჰ, მე ვერ შემიმჩნევია და მამა გაზრდილა.
ნაწვიმარ ქუჩაში განგებ მივაბიჯებ ხმაურიანად და გულში ვითვლი: ხუთი, ოთხი, სამი,.. _ქეთრინ, შეწყვიტე. ყველა ჩვენ გვიყურებს. მეღიმება ჩემთვის და ხალისიანად ვკიდებ ხელს: _ამყევი. _გაგიჟდი?! თან ნახე, რა ფორმაში ვარ._წაბლისფერ კოსტუმზე ისვამს ხელს. _და რა პრობლემაა? გაიხადე._ღილების შეხსნაში ვეხმარები. _არა, გაჩერდი, გეყო. მე უკვე თავისსავე კოსტუმს ვუთამაშებ ცხვირწინ და სიცელქით ვუღიმი. _ოხ, როგორ იცი ხოლმე გაჯიუტება, ძვირფასო._ძალიანაც კი უნდა, ახლა გამიბრაზდეს, მაგრამ სად აქვს მაგის თავი. და საერთოდაც, როდის აქედან გავხდი ამის ,,ძვირფასი”?! მეც მაგარი ვარ, რა. ვითომ თავიდანვე ვერ შევამჩნიე, რომ სიმპათიური იყო იდიოტის ღიმილით. უხეშად მივუგდე თავისი ძვირადღირებული კოსტუმი, მივბრუნდი და წავედი. გულში ვითვლი: სამი, ორი,.. _მოიცადე, ქეთრინ. გინდა, გუბეებში გავტოპოთ? კი, ბატონო._შარვლის ძირები აიკეცა. ჩუმად მეღიმება ისევ. მაინც რა უნებისყოფო ხარ, მარკ: _აღარ მინდა. _კარგი, რა, გეყო. ვირბინოთ, მოდი. ან თუ გინდა, ვიყვიროთ. გინდა? ან, სულაც, ხალხს ავედევნოთ, როგორც იმ დღეს. _მარკ,_ მის სახეს ვიქცევ ხელებში და თვალებში ვუყურებ,_მე არასდროს ვიქნები ლედი. _ჩემი სულელი._მკოცნის თავზე._შენ რა, გულში ჩაგრჩა ჩემი ნათქვამი? ნამდვილი ლედი სითავხედესაც იხდენს. ამას მართლა ჰგონია, რომ მისი ნათქვამი მეწყინა. აჰ, ეს გულდაწყვეტის გრძნობა მაინც არ იყოს ასე ნაცნობი. მსუბუქად ვკრავ ხელს და ზურგს ვაქცევ. უკნიდან მხვევს მკლავებს და მიხუტებს: _ყოველთვის მობრუნდი, თორემ დავიჯერებ, რომ მართლა მიდიხარ. თვალებს ვხუჭავ. _რა გჭირს, ქეთრინ?_მეკითხება დაბალი ხმით. _უსხეულობა._ვპასუხობ შეუხედავად. ის თავის კოსტუმს მხრებზე მხვევს და ჩუმად მომყვება გვერდით. და რა? არც არაფერს ვაკეთებთ განსაკუთრებულს და მაინც ყველა ჩვენ გვიყურებს.
აჰ, რა კარგი ამინდია დილიდან. არც სითბო, არც სიცივე. ცოტა მოღრუბლულიც კია. აი, ეს ჩემი მეოთხე სართულზე მცხოვრები მეზობელია. არა, მისი თანმხლები, გამომწვევი ქალისკენ ნუ გაგირბით მზერა. მაგაზე მაინც ვერაფერს გეტყვით. ყოველდღე ახალ-ახალი ჰყავს ასეთი, ერთმანეთზე ვულგარულები. ნახეთ, შავი სათვალე უკეთია ისევ ამ კაცს. არა, უსინათლო არ არის. იმ დღეს ლიფტში მოვხვდით ერთად. მის მზერას ვერ ვხედავდი (შავი სათვალის გამო), მაგრამ დეკოლტის არე შესამჩნევად მიხურდა. მოკლედ, უსინათლო არაა, არც იმდენად საინტერესო, რომ განგებ ხმარობდეს ხალხის რეაქციების უკეთ დასაფიქსირებლად. მგონი, ვიღაც სნობია. მგონი კი არა, ეგრეა. ფულიანი ნაბიჭვარი. თან უგემოვნო. რა შუაშია და ერთხელ მარკის თუთიყუში გავუშვი. იმის თქმა დამავიწყა, რომ მარკს თუთიყუში ჰყავდა, მაგრამ ისედაც მიხვდებოდით. იმასაც მიხვდებოდით, ალბათ, რომ ამ საზიზღარი არსების გათავისუფლების სურვილი ჩემი დის ახირებული საქციელის გამო გამომყვა. ეწყინა, მაგრამ არ მეჩხუბა. რა მითხრა, იცით? ახლა შენ რომ ვინმემ ჩემგან წასასვლელი კარი გაგიღოს, რა მომივა, წარმოგიდგენიაო? მე ცხოვრებაში პირველად გამაკვირვა მისმა სიტყვებმა და ცხოვრებაში პირველად, ვერ წარმოვიდგინე, რა მოუვიდოდა.
_ეწევით? _მხოლოდ სექსის შემდეგ. მომეწონა მისი განუსაზღვრელი თავხედობა და დავიწყეთ. რა მნიშვნელობა აქვს, რას დავარქვამთ ჩვენს ურთიერთობას. პირობითია ყველაფერი. ნიკოლასი პიანისტია, ანუ ხელოვანი. პიანისტებს ვერ ვიტან, ორგანულად, ამიტომ ისევ ხელოვანს დავუძახებ. რა მიზიდავს მასში? სინაზე და სიმძაფრე ერთად. მისი ნახვისას ყოველთვის ცოდვის სუნი ტრიალებს ჰაერში. _ნიკოლას, რომელი უფრო მომხიბვლელია, მარტო თვალები თუ მარტო ტუჩები? _გააჩნია, სად გაქვს ღიმილი. ის ყოველ ჯერზე ჩემს შიშველ ზურგზე უკრავს უცნობ მელოდიას. _ჩემთან სიმშვიდეს ისევე ადვილად პოულობ, როგორც კარგავ. _არ გინდა, ქეთრინ._ჩემი თმა უხეშად მოიქცია მუჭში და ყურთან მითხრა:_თუკი წახვალ, მოგკლავ, რადგან შენი წასვლა ღალატს უდრის. _კვდომა ხანგრძლივი პროცესია, ნიკოლას. ჩვენ დაბადებიდან ვკვდებით. ასე რომ, ნუ იქმნი ილუზიებს. _როგორი ყალბი ხარ ახლა._ხელს მიშვებს. _შენ როგორი ცინიკური. ჯერ თვალებით მებმევა და მერე კბილებით მისერავს ბაგეს. ერთხელ ვუთხარი, ცდილობ, სახელი მოუძებნო ჩვენს თამაშს და პირობითად, ურთიერთობას არქმევ-მეთქი. მე კი ვიცი, რომ სისხლიანი დრამა უფრო შეგვეფერება ჩვენ, ხელოვანი რომ არ იყოს. მისაღებში ანგელოზის, დიდი ქანდაკება რომ უდგას, ის გავუტეხე. ნერვებს არ ვყვები ხოლმე, როგორც წესი, მაგრამ მაშინ ისე ამიტანა რამის გატეხვის სურვილმა, რომ დაუფიქრებლად გავუქანე ფეხი. მეორე წამს, გონსმოსულმა გავაცნობიერე, როგორ ეწყინებოდა და ჩემმა უგულობამ, ახირებულობამ თუ სიველურემ გამაქვავა. მერე მან ჩაიმუხლა, ჩემს ნატკენ ფეხს დიდხანს უყურა, მერე მარწმუნებდა, რომ ცალფრთიანი ანგელოზი უფრო ლამაზიც კი იყო, მერე ჯვარი მოიხსნა ჩემთან დაწოლის წინ, მერე ჩემს ზურგზე უკრავდა. ნიკოლასს ამწარებს თუნდაც ის ფაქტი, რომ შემიძლია მისი მშვიდად გაშვება.
ამინდი რაღაცით მაგონებს გაცვეთილ თეთრეულს. და მაინც, ჩემი ყველაზე დიდი გასართობი დეტალების დაჭერაა. ყავა მიყვარს უნალექო და ცივი, ანუ ზუსტად ისეთი, ახლა რომ ვსვამ. შეხედეთ ამ ორსულ გოგონას, კაკაოსფერი თმით. რა მშვენიერია, არა? ძალიან კარგი ვინმეა. ისეთი ღიმილი აქვს, ბავშვობას მოგანატრებს. სულაც არ ვარ ჭორიკანა. და საერთოდ, ჭორაობა რას ნიშნავს, იცით? როცა ვინმეზე ისეთ რამეს ლაპარაკობ ზურგს უკან, რასაც პირისპირ ვერ ეტყვი. მე კი ყველაფრის თქმა შემიძლია მათთვის, რაც ახლა თქვენ მოგიყევით. ან რას გიხსნით.. აჰ, მომწონს კაკაოსფერი თმა. სიმშვიდე მოაქვს. როგორ ფიქრობთ, მომიხდებოდა? თუმცა რას გეკითხებით, ბევრმა თქვენგანმა ისიც არ იცის, დღეს რა რიცხვია. ქრონიკული სიცარიელე აწუხებს ნიკოლასს. ის მიზნად ისახავს, გამაგიჟოს, თუნდაც თვითონაც გაგიჟდეს. _აირჩიე: მე ან მე._მაშინაც ისეთივე თავხედი ჰქონდა მზერა. არჩევანის წინაშე სხვებს აყენებენ მხოლოდ ისინი, ვისაც თავად არ შეუძლიათ ამის გაკეთება. მე ვერ ავიტანე მესაკუთრეობა. დამიჯერეთ, მარტივია, ჩახედო თვალებში კაცს, რომელთანაც გაიყავი ღამე და მხოლოდ ღიმილი გქონდეთ ახლობლური. ჰო, ნიკოლასი მართლაც მხოლოდ სექსის შემდეგ ეწევა.
როცა მაიკლს ვურეკავ და ის პასუხის გაცემას იგვიანებს, სულ მგონია, რომ მორიგი პაემანიდანაა ახალი დაბრუნებული, ამიტომ უფრო ხშირად პირდაპირ სახლში ვარჩევ მისვლას. მერე მე ყველანაირად ვწელავ დროს, რომ სიახლოვის სითბო შევინარჩუნო და ყოველ ჯერზე ვუთვლი მაჯაზე მიმწვარი სიგარეტების კვალს. _მეჩვენება, რომ ყველანი ერთ დიდ ტალღაზე ვდგავართ და ვირწევით. _ვერასდროს გითბობ ხელებს, ქეთრინ. _თუ გავგიჟდები, თუ გამომკეტავენ კლინიკაში, მიპოვე და აუცილებლად წამომიყვანე იქიდან, გესმის? მერე სადმე, მთებში, მაღლა, მიწიდან მაღლა მოძებნე სიმშვიდისსუნიანი სახლი, შეღებე კედლები ობისფრად და იქ წამიყვანე. _რა მინდა, იცი? ასფალტზე გავხოხიალდე და მეტკინოს, როგორც ბავშვობაში. ჯანდაბა! ვგიჟდები, მგონი, რადგან სურვილი მახრჩობს, საკუთრებასავით დამარქვას თავისი. ორჯერ აქვს დაბადების დღე, შემოდგომასა და ზამთარში. პირველი-მისი იურიდიულად დამოწმებული თარიღია, მეორე-თვითონ მოუნდა. ვუყურებთ ხოლმე ათასჯერ ნანახ ზღაპრებს შობაზე და ერთხმად ვაღიარებთ, რომ ცოდვები ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. ვლაპარაკობთ გაუთავებლად. ათას სისულელეზე ვლაპარაკობთ, რადგან ორივესთვის უსიტყვობაა ყველაზე შემაძრწუნებელი. ერთადერთი, ვნებების დაცლის შემდეგ არ ვარღვევთ დუმილის ფეთქვას. და მე დიდხანს, ძალიან დიდხანს ვუყურებ ხოლმე თვალებში. დედამიწა სულ რომ უკუღმა დატრიალდეს, ვიცი, რომ სუნით მომაგნებს. ის გამუდმებით ეძებს ჩემს სურნელს სხვა ქალებში. ამაოდ. და ისევ მოდის ტკივილისგან დაშრამული მაჯებით, თითებს თვალებზე მაფარებს და მე.. ხომ ვთქვი, ვგიჟდები-მეთქი. ჰო, ჩვენ ვღალატობთ. ჩვენ გამუდმებით ვღალატობთ. და მაინც ვთვლი, რომ ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით.
დიდი ხანია, ჩემს ქალაქში აღარ უწვიმია და დღეებიც თავისით იცვლიან ფერს. ერთხელ ჩემმა დამ მკითხა, ცაა ცისფერი თუ ღრუბლები-თეთრიო. ჯერ გამიკვირდა, მერე თბილად გამეღიმა და მერე ფანქარი და ფურცელი მივუტანე სასწრაფოდ, დახატე, როგორც ხედავ-მეთქი. ჰო, ის ხატავს. მხედველობა დიდი ხანია, გაფუჭებული მაქვს, თუმცა სათვალე არც ხელს მიშლის, არც ნერვებს. ეგ კი არა, მიხდება კიდეც. მოემის ,,მწითურს” წავიკითხავდი ახლა. სადმე თბილ, ზამთრისფერ სახლში. გარეთ რომ სითეთრეა და თითებს გრძელმკლავიან ზედაში რომ მალავ. ნეტავ, ვინმე თუ გამომყვება უმისამართო მოგზაურობაში. იმ ქალს ხომ ხედავთ, თავსაფრით? წვიმაში მიაბიჯებს მშვიდად. სამარის სუნი ასდის ხელებზე და მარიამი ჰქვია. სახლიდან წამოსვლის დღეს, ჩემს დას წერილი დავუტოვე ბალიშის ქვეშ: _მიეცი დედას საკმარისი სითბო. მე აღარ მაქვს. შეიძლება, არც უნახავს. ძალიან უყურადღებოა. ბავშვობა ატუზეს კუთხეში. ადამიანებს გვაქვს ამბიცია, რისიც გვწამს, იყოს წმინდა. საოცარია, მაიკლს სწამს ჩემი. ახლა გაციებული ყავის ბოლო წვეთს ვსვამ დიდი ნეტარებით, ფიქრებს რაფაზე ვტოვებ და მინებს მიღმა დარჩენილ უამინდობას დაბნეულად ვუღიმი. წავალ, მაიკლს ვთხოვ, მატარებლის ბილეთები დაჯავშნოს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. უკვე მესამედ მოვსულვარ აქ :)
სმიტ, აირჩიე ბედნიერება.. გთხოვ.. უკვე მესამედ მოვსულვარ აქ :)
სმიტ, აირჩიე ბედნიერება.. გთხოვ..
39. _არ გინდა, ქეთრინ._ჩემი თმა უხეშად მოიქცია მუჭში და ყურთან მითხრა:_თუკი წახვალ, მოგკლავ, რადგან შენი წასვლა ღალატს უდრის.
ერთხელ ვუთხარი, ცდილობ, სახელი მოუძებნო ჩვენს თამაშს და პირობითად, ურთიერთობას არქმევ-მეთქი. მე კი ვიცი, რომ სისხლიანი დრამა უფრო შეგვეფერება ჩვენ.
მოვბრუნდი ისევ, სმიტ.. _არ გინდა, ქეთრინ._ჩემი თმა უხეშად მოიქცია მუჭში და ყურთან მითხრა:_თუკი წახვალ, მოგკლავ, რადგან შენი წასვლა ღალატს უდრის.
ერთხელ ვუთხარი, ცდილობ, სახელი მოუძებნო ჩვენს თამაშს და პირობითად, ურთიერთობას არქმევ-მეთქი. მე კი ვიცი, რომ სისხლიანი დრამა უფრო შეგვეფერება ჩვენ.
მოვბრუნდი ისევ, სმიტ..
38. აჰა, დაჯავშნულია. და სულაც არაა მაიკლი. )))
კარგი გოგო ხარ :* აჰა, დაჯავშნულია. და სულაც არაა მაიკლი. )))
კარგი გოგო ხარ :*
37. მეც არ ველოდი...:) ნაწარმოებების გვერდზე ამოაგდო უცებ ეგ ნაწერი და ვნახე წაკითხული არ მქონდა...:-*
მეც არ ველოდი...:) ნაწარმოებების გვერდზე ამოაგდო უცებ ეგ ნაწერი და ვნახე წაკითხული არ მქონდა...:-*
36. ჭა =)
ტყუილად არ მეთბილებოდით დღეს =)
დიდი მადლობა =) ჭა =)
ტყუილად არ მეთბილებოდით დღეს =)
დიდი მადლობა =)
35. არ ვიცი მეც როგორ გამომრჩენია?... კარგი იყო... ძალიან...5555 საკუთარი თავის დანახვის მცდელობა სხვაში...და პირიქით...
წაგიკითხავდი ახლა. სადმე თბილ, ზამთრისფერ სახლში. გარეთ რომ სითეთრეა და თითებს გრძელმკლავიან ზედაში რომ მალავ...:) არ ვიცი მეც როგორ გამომრჩენია?... კარგი იყო... ძალიან...5555 საკუთარი თავის დანახვის მცდელობა სხვაში...და პირიქით...
წაგიკითხავდი ახლა. სადმე თბილ, ზამთრისფერ სახლში. გარეთ რომ სითეთრეა და თითებს გრძელმკლავიან ზედაში რომ მალავ...:)
34. მე-2 აბზაცზე ყავა დავლიე, ძალიან მომინდა :) გემრიელია :) თვალები ჩავიტკბარუნე :) მე-2 აბზაცზე ყავა დავლიე, ძალიან მომინდა :) გემრიელია :) თვალები ჩავიტკბარუნე :)
33. აი, თურმე, რა კარგი რამ გამომრჩენია...კინაღამ:) აი, თურმე, რა კარგი რამ გამომრჩენია...კინაღამ:)
32. "როცა გაიზრდებოდა, თავის დახრას ასწავლიდა. არა, არანაირი დახვეწილი მანერები. მთავარი იყო, კარში შემოტეულიყო ხოლმე გასეირნების შემდეგ." :) "ყავა მიყვარს უნალექო და ცივი." მეც. "_აირჩიე: მე ან მე." როგორი დიდსულოვანი შემოთავაზება იყო :) "_რა მინდა, იცი? ასფალტზე გავხოხიალდე და მეტკინოს, როგორც ბავშვობაში. " ეს სურვილი გადამდები აღმოჩნდა :)
"ჩვენ გამუდმებით ვღალატობთ. და მაინც ვთვლი, რომ ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით." " სამარის სუნი ასდის ხელებზე ." "_მიეცი დედას საკმარისი სითბო. მე აღარ მაქვს." "ბავშვობა ატუზეს კუთხეში."
მადლობთ mrs.smith. გულწრფელად მომეწონა.
"როცა გაიზრდებოდა, თავის დახრას ასწავლიდა. არა, არანაირი დახვეწილი მანერები. მთავარი იყო, კარში შემოტეულიყო ხოლმე გასეირნების შემდეგ." :) "ყავა მიყვარს უნალექო და ცივი." მეც. "_აირჩიე: მე ან მე." როგორი დიდსულოვანი შემოთავაზება იყო :) "_რა მინდა, იცი? ასფალტზე გავხოხიალდე და მეტკინოს, როგორც ბავშვობაში. " ეს სურვილი გადამდები აღმოჩნდა :)
"ჩვენ გამუდმებით ვღალატობთ. და მაინც ვთვლი, რომ ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით." " სამარის სუნი ასდის ხელებზე ." "_მიეცი დედას საკმარისი სითბო. მე აღარ მაქვს." "ბავშვობა ატუზეს კუთხეში."
მადლობთ mrs.smith. გულწრფელად მომეწონა.
31. გილოცავ ახალ წელს! ახალ-ახალი ნაწარმოებებით! გილოცავ ახალ წელს! ახალ-ახალი ნაწარმოებებით!
30. გული დაგწყდათ რამეზე, სერგეი? :) გული დაგწყდათ რამეზე, სერგეი? :)
29. გული დაგწყდათ რამეზე, სერგეი? :) გული დაგწყდათ რამეზე, სერგეი? :)
28. ეგრე არ შეიძლება ეგრე არ შეიძლება
27. :-* მე შენ... :-* მე შენ...
26. პირადად ჩემთვის - გამორჩეულად საინტერესო ავტორი.
ერთი მცირედი შენიშვნა: მე უკვე თავისსავე კოსტუმს ვუთამაშებ ცხვირწინ და სიცელქით ვუღიმი. ის თავის კოსტუმს მხრებზე მხვევს და ჩუმად მომყვება გვერდით - ამ წინადადებებში, "კოსტუმზე" მართებული, პიჯაკი უნდა იყოს.
პირადად ჩემთვის - გამორჩეულად საინტერესო ავტორი.
ერთი მცირედი შენიშვნა: მე უკვე თავისსავე კოსტუმს ვუთამაშებ ცხვირწინ და სიცელქით ვუღიმი. ის თავის კოსტუმს მხრებზე მხვევს და ჩუმად მომყვება გვერდით - ამ წინადადებებში, "კოსტუმზე" მართებული, პიჯაკი უნდა იყოს.
25. "ადამიანებს გვაქვს ამბიცია, რისიც გვწამს, იყოს წმინდა." მშვენიერია ეს ნაწერი. "ადამიანებს გვაქვს ამბიცია, რისიც გვწამს, იყოს წმინდა." მშვენიერია ეს ნაწერი.
24. როგორ მინდა ასე ვწერდე........
ეს გოგო სერიოზული მწერალია....... ასე თვლის დიადი ........:)
პატივისცემით: დიადი ბლაგვი :} როგორ მინდა ასე ვწერდე........
ეს გოგო სერიოზული მწერალია....... ასე თვლის დიადი ........:)
პატივისცემით: დიადი ბლაგვი :}
23. "ჰო, ჩვენ ვღალატობთ. ჩვენ გამუდმებით ვღალატობთ. და მაინც ვთვლი, რომ ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით."
შენებურია :)) რატომღაც ეს მომეწონა : )) "ჰო, ჩვენ ვღალატობთ. ჩვენ გამუდმებით ვღალატობთ. და მაინც ვთვლი, რომ ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით."
შენებურია :)) რატომღაც ეს მომეწონა : ))
22. ელიზავეტა, უბრალოდ, უინტერესოა თამაში წესების დარღვევით :)
,,იმ ქალს ხომ ხედავთ, თავსაფრით? წვიმაში მიაბიჯებს მშვიდად. სამარის სუნი ასდის ხელებზე და მარიამი ჰქვია samaris ratom? shoba agar sheuzlia?”<<შობა? :) იქნებ, იმაზე უფრო დაფიქრებულიყავით, მშვიდად რატომ მიაბიჯებს :)
სითბოს გამოლევას კი ნამდვილად არ გისურვებთ :)
პატივისცემით.. ელიზავეტა, უბრალოდ, უინტერესოა თამაში წესების დარღვევით :)
,,იმ ქალს ხომ ხედავთ, თავსაფრით? წვიმაში მიაბიჯებს მშვიდად. სამარის სუნი ასდის ხელებზე და მარიამი ჰქვია samaris ratom? shoba agar sheuzlia?”<<შობა? :) იქნებ, იმაზე უფრო დაფიქრებულიყავით, მშვიდად რატომ მიაბიჯებს :)
სითბოს გამოლევას კი ნამდვილად არ გისურვებთ :)
პატივისცემით..
21. დამიჯერეთ, მარტივია, ჩახედო თვალებში კაცს, რომელთანაც გაიყავი ღამე და მხოლოდ ღიმილი გქონდეთ ახლობლური. kals gaachnia... ვუყურებთ ხოლმე ათასჯერ ნანახ ზღაპრებს შობაზე და ერთხმად ვაღიარებთ, რომ ცოდვები ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის ara marto tqventvis chemtvisac :) ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით. vinc wesebs ar icavs tamashgaret rcheba?! principshi chemi tamashis umtavresi cesi ega :) იმ ქალს ხომ ხედავთ, თავსაფრით? წვიმაში მიაბიჯებს მშვიდად. სამარის სუნი ასდის ხელებზე და მარიამი ჰქვია samaris ratom? shoba agar sheuzlia? _მიეცი დედას საკმარისი სითბო. მე აღარ მაქვს. ai aman gansakutrebit matkina, vgrznob rogor ileva sitbo chemshic da ert dges mec davutoveb chems das daaxloebit aset cerils albat. me momcons tkveni weris stili, pativiscemit elizaveta... დამიჯერეთ, მარტივია, ჩახედო თვალებში კაცს, რომელთანაც გაიყავი ღამე და მხოლოდ ღიმილი გქონდეთ ახლობლური. kals gaachnia... ვუყურებთ ხოლმე ათასჯერ ნანახ ზღაპრებს შობაზე და ერთხმად ვაღიარებთ, რომ ცოდვები ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის ara marto tqventvis chemtvisac :) ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით. vinc wesebs ar icavs tamashgaret rcheba?! principshi chemi tamashis umtavresi cesi ega :) იმ ქალს ხომ ხედავთ, თავსაფრით? წვიმაში მიაბიჯებს მშვიდად. სამარის სუნი ასდის ხელებზე და მარიამი ჰქვია samaris ratom? shoba agar sheuzlia? _მიეცი დედას საკმარისი სითბო. მე აღარ მაქვს. ai aman gansakutrebit matkina, vgrznob rogor ileva sitbo chemshic da ert dges mec davutoveb chems das daaxloebit aset cerils albat. me momcons tkveni weris stili, pativiscemit elizaveta...
20. დამიჯერეთ, მარტივია, ჩახედო თვალებში კაცს, რომელთანაც გაიყავი ღამე და მხოლოდ ღიმილი გქონდეთ ახლობლური. kals gaachnia... ვუყურებთ ხოლმე ათასჯერ ნანახ ზღაპრებს შობაზე და ერთხმად ვაღიარებთ, რომ ცოდვები ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის ara marto tqventvis chemtvisac :) ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით. vinc wesebs ar icavs tamashgaret rcheba?! principshi chemi tamashis umtavresi cesi ega :) იმ ქალს ხომ ხედავთ, თავსაფრით? წვიმაში მიაბიჯებს მშვიდად. სამარის სუნი ასდის ხელებზე და მარიამი ჰქვია samaris ratom? shoba agar sheuzlia? _მიეცი დედას საკმარისი სითბო. მე აღარ მაქვს. ai aman gansakutrebit matkina, vgrznob rogor ileva sitbo chemshic da ert dges mec davutoveb chems das daaxloebit aset cerils albat. me momcons tkveni weris stili, pativiscemit elizaveta... დამიჯერეთ, მარტივია, ჩახედო თვალებში კაცს, რომელთანაც გაიყავი ღამე და მხოლოდ ღიმილი გქონდეთ ახლობლური. kals gaachnia... ვუყურებთ ხოლმე ათასჯერ ნანახ ზღაპრებს შობაზე და ერთხმად ვაღიარებთ, რომ ცოდვები ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის ara marto tqventvis chemtvisac :) ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით. vinc wesebs ar icavs tamashgaret rcheba?! principshi chemi tamashis umtavresi cesi ega :) იმ ქალს ხომ ხედავთ, თავსაფრით? წვიმაში მიაბიჯებს მშვიდად. სამარის სუნი ასდის ხელებზე და მარიამი ჰქვია samaris ratom? shoba agar sheuzlia? _მიეცი დედას საკმარისი სითბო. მე აღარ მაქვს. ai aman gansakutrebit matkina, vgrznob rogor ileva sitbo chemshic da ert dges mec davutoveb chems das daaxloebit aset cerils albat. me momcons tkveni weris stili, pativiscemit elizaveta...
19. დამიჯერეთ, მარტივია, ჩახედო თვალებში კაცს, რომელთანაც გაიყავი ღამე და მხოლოდ ღიმილი გქონდეთ ახლობლური. kals gaachnia... ვუყურებთ ხოლმე ათასჯერ ნანახ ზღაპრებს შობაზე და ერთხმად ვაღიარებთ, რომ ცოდვები ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის ara marto tqventvis chemtvisac :) ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით. vinc wesebs ar icavs tamashgaret rcheba?! principshi me chemi tamashis umtavresi cesi ega :) იმ ქალს ხომ ხედავთ, თავსაფრით? წვიმაში მიაბიჯებს მშვიდად. სამარის სუნი ასდის ხელებზე და მარიამი ჰქვია samaris ratom? shoba agar sheuzlia? _მიეცი დედას საკმარისი სითბო. მე აღარ მაქვს. ai aman gansakutrebit matkina, vgrznob rogor ileva sitbo chemshic da ert dges mec davutoveb chems das daaxloebit aset cerils albat. me momcons tkveni weris stili, pativiscemit elizaveta... დამიჯერეთ, მარტივია, ჩახედო თვალებში კაცს, რომელთანაც გაიყავი ღამე და მხოლოდ ღიმილი გქონდეთ ახლობლური. kals gaachnia... ვუყურებთ ხოლმე ათასჯერ ნანახ ზღაპრებს შობაზე და ერთხმად ვაღიარებთ, რომ ცოდვები ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის ara marto tqventvis chemtvisac :) ყველაზე უთანასწორო ბრძოლა თამაშია-ყველა წესის დაცვით. vinc wesebs ar icavs tamashgaret rcheba?! principshi me chemi tamashis umtavresi cesi ega :) იმ ქალს ხომ ხედავთ, თავსაფრით? წვიმაში მიაბიჯებს მშვიდად. სამარის სუნი ასდის ხელებზე და მარიამი ჰქვია samaris ratom? shoba agar sheuzlia? _მიეცი დედას საკმარისი სითბო. მე აღარ მაქვს. ai aman gansakutrebit matkina, vgrznob rogor ileva sitbo chemshic da ert dges mec davutoveb chems das daaxloebit aset cerils albat. me momcons tkveni weris stili, pativiscemit elizaveta...
18. კარგი გოგო ხარ შენ. და ძალიან მაგონებ ქეთს...როდის გიტხარი ეს და მიხარია რომ არ შევცდი.. და რომ არ მყავდეს მე ქეთ... ძალიან ახლოს მოგიყვანდი... მიხარია რომ ხარ...:) კარგი გოგო ხარ შენ. და ძალიან მაგონებ ქეთს...როდის გიტხარი ეს და მიხარია რომ არ შევცდი.. და რომ არ მყავდეს მე ქეთ... ძალიან ახლოს მოგიყვანდი... მიხარია რომ ხარ...:)
17. როგორ განწყობას ტოვებს თქვენში სიტყვა ,,გაცვეთილი”, მუხა? :) თან შემდეგ ისიცაა ნახსენები, რომ უამინდობა იყო.
იმედია, სწორად მიგიხვდით სათქმელს :) როგორ განწყობას ტოვებს თქვენში სიტყვა ,,გაცვეთილი”, მუხა? :) თან შემდეგ ისიცაა ნახსენები, რომ უამინდობა იყო.
იმედია, სწორად მიგიხვდით სათქმელს :)
16. 10. მუხა, შედარებაა, ერთგვარი> შედარება, რომ არის გასაგებია, თუმცა ვერ გავიგე კარგი თუ ცუდი ამინდი შეადარე გაცვეთილ თეთრეულს. მე აქ თეთრეული კი არ მაინტერესებს, ჩემი მიზანია ჩავწვდე ნაწარმოების პერსონაჟის განწყობის თავისებურებას და ავტორის ჩანაფიქრს. 10. მუხა, შედარებაა, ერთგვარი> შედარება, რომ არის გასაგებია, თუმცა ვერ გავიგე კარგი თუ ცუდი ამინდი შეადარე გაცვეთილ თეთრეულს. მე აქ თეთრეული კი არ მაინტერესებს, ჩემი მიზანია ჩავწვდე ნაწარმოების პერსონაჟის განწყობის თავისებურებას და ავტორის ჩანაფიქრს.
15. ჰო, ნიკოლასი.. თუნდაც თავისი სიცივით :) კი, ქეთ, გეგმავს :)
აჰ, კარგი, კატიე, შენი ხათრით :) ჰო, ნიკოლასი.. თუნდაც თავისი სიცივით :) კი, ქეთ, გეგმავს :)
აჰ, კარგი, კატიე, შენი ხათრით :)
14. ხო. სახელს რა მნიშვნელობა აქვს... :) ხო. სახელს რა მნიშვნელობა აქვს... :)
13. გაჩე რაღაც სოფლურად ჟღერს, სმიტ ...გაჩე-რდი გოგო გაჩერდი... ნაწერი მომწონს და ეს 1 სიტყვა შეცვალე, ქალი არ ხარ??? გაკოცე გაჩე რაღაც სოფლურად ჟღერს, სმიტ ...გაჩე-რდი გოგო გაჩერდი... ნაწერი მომწონს და ეს 1 სიტყვა შეცვალე, ქალი არ ხარ??? გაკოცე
12. ნაცნობი დიალოგები.. სიტუაციები.. ოხ, სმიტ..
მე ნიკოლასი უფრო :) მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ ცივი მეჩვენა.
ნიკოლასმა იცის ბილეთების ამბავი? :) ნაცნობი დიალოგები.. სიტუაციები.. ოხ, სმიტ..
მე ნიკოლასი უფრო :) მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ ცივი მეჩვენა.
ნიკოლასმა იცის ბილეთების ამბავი? :)
11. კარგად იკითხება. შიგადაშიგ ორიგინალური შედარებებიცაა, მომეწონა კარგად იკითხება. შიგადაშიგ ორიგინალური შედარებებიცაა, მომეწონა
10. მუხა, შედარებაა, ერთგვარი.
კატიე, ვერ ვატყობ მაგ ფრაზას ნაწერისთვის ,,შეუფერებლობას” :)
მაიკლმა რამდენად, არ ვიცი, მაგრამ დაჯავშნულია, ზეუს :)
მადლობა ყველას, დიდი მადლობა :)
ხატ :) მუხა, შედარებაა, ერთგვარი.
კატიე, ვერ ვატყობ მაგ ფრაზას ნაწერისთვის ,,შეუფერებლობას” :)
მაიკლმა რამდენად, არ ვიცი, მაგრამ დაჯავშნულია, ზეუს :)
მადლობა ყველას, დიდი მადლობა :)
ხატ :)
9. :) :* დანარჩენი შენც იცი :) ესეც იცი, მაგრამ მომინდა :) :) :* დანარჩენი შენც იცი :) ესეც იცი, მაგრამ მომინდა :)
8. ჭკვიანი, მოაზროვნე და ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსი ხარ. ამ საიტზე ხო მითუმეტეს. :)
ფანჯრებს მიღმა ვხედავ, დიდ გალიაში გამომწყვდეული მტრედები არიან. :)
:-* ჭკვიანი, მოაზროვნე და ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსი ხარ. ამ საიტზე ხო მითუმეტეს. :)
ფანჯრებს მიღმა ვხედავ, დიდ გალიაში გამომწყვდეული მტრედები არიან. :)
:-*
7. არა, გაჩე, გეყო.- არ უხდება ნაწერს :)
_ნიკოლას, რომელი უფრო მომხიბვლელია, მარტო თვალები თუ მარტო ტუჩები? _გააჩნია, სად გაქვს ღიმილი.- გამორჩეული ფრაზა :) არა, გაჩე, გეყო.- არ უხდება ნაწერს :)
_ნიკოლას, რომელი უფრო მომხიბვლელია, მარტო თვალები თუ მარტო ტუჩები? _გააჩნია, სად გაქვს ღიმილი.- გამორჩეული ფრაზა :)
6. საინტერესო ავტორი ხარ ნათია. საინტერესო ავტორი ხარ ნათია.
5. ძალიან კარგია სასიამოვნო საკითხავი, ემოციურად ნელ-თბილი, ჭკვიანური აზრების ჩანართვები. ეს კი ვერ გავიგე ამინდი რაღაცით მაგონებს გაცვეთილ თეთრეულს. ძალიან კარგია სასიამოვნო საკითხავი, ემოციურად ნელ-თბილი, ჭკვიანური აზრების ჩანართვები. ეს კი ვერ გავიგე ამინდი რაღაცით მაგონებს გაცვეთილ თეთრეულს.
4. საყვარელია ძაან :D საყვარელია ძაან :D
3. " ნეტავ, ვინმე თუ გამომყვება უმისამართო მოგზაურობაში " რაო მაიკლმა, დაჯავშნა ბილეთები? :) " ნეტავ, ვინმე თუ გამომყვება უმისამართო მოგზაურობაში " რაო მაიკლმა, დაჯავშნა ბილეთები? :)
2. _ნიკოლას, რომელი უფრო მომხიბვლელია, მარტო თვალები თუ მარტო ტუჩები? _გააჩნია, სად გაქვს ღიმილი. _ნიკოლას, რომელი უფრო მომხიბვლელია, მარტო თვალები თუ მარტო ტუჩები? _გააჩნია, სად გაქვს ღიმილი.
1. სანამ წავიკითხავ ვიტყვი, რომ ძალიან გამიხარდა mrs.smith-ის დანახვა ახალი ნაწარმოებების ავტორებში : ))) სანამ წავიკითხავ ვიტყვი, რომ ძალიან გამიხარდა mrs.smith-ის დანახვა ახალი ნაწარმოებების ავტორებში : )))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|