ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2011


ნეტავ ჩემნაირი გიჯი კიდევ არის?

ოქტობრის ამინდმა მუზა მომიწამლა,
ქუჩებს მიუყვები ისევ შარიანი,
ფოთლების მორევში ქარი ჩაიძირა
ცივი მზე წუწაობს ფერმკრთალი სხივებით,

თამბაქოს ბოლმა ფილტვებში ისეირნა
ნესტიან კედლებსაც მუზას შევაბოლებ,
თეთრად გათენებულ ღამეებს გამოვძერწავ
წარსულს მოვიპარავ შენთვის შევაგროვებ,

ღრუბლები ლაქებად რუხ ცას მიეყინა,
ყვითელ ქვაფენილს ნაბიჯით ვეფერები
მიყვარს შემოდგომით  მარტოს ხეტიალი
ნეტავ ჩემნაირი გიჯი კიდევ არი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები