ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2011


კეთილშობილ უსინათლოს

ჩინდაკარგული თვალების,იმედიანი მზერა.
მწვანე სამყაროს დალევის წყურვილს,რომ ვერ გრძნობს ვერა.
გადაქცეულა წყვდიადის,დაუსრულებელ ერად.
დედამიწა, რომ მოხატა,უფერადებელ ფერად,
მე ამ ჩამქრალი თვალების იმედიანი მზერის,
გულში ანთებულ ალების,უალობით რომ მღერის,
ვერ დავივიწყე,სითბო და ეს გადამექცა წერად,
რადგან მე მათი მოთეთრო,თვალკეთილობის მჯერა.
ჩინდაკარგული თვალების ბევრისმეტყველმა მზერამ,
თეთრი ხელჯოხის ცეცების,ჩიტისებურმა ფრენამ,
თვალდაფჩენილი დამტოვა და შენგან ვითხოვ შველას,
მინდა,რომ არ მიმატოვო,რომ გავაგონო ყველას:
მე თვალხილული საბრალო,ფერების დოქით მსმელი,
ვნატრობ,შენს გულს და სამყაროს და დაბრმავებას ველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები