ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგა პავლიაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2011


შევიბნიოთ ღილები

დაბზარულან ყალბი პირ-ჯვარ წერისგან,

            წინაპართა საფლავების ფილები,

ჯვართა სხვისად გამოაშკარავებას,

              ეგებ, სჯობდეს შევიბნიოთ ღილები,

ვისურვებდი რომ მართლმადიდებლურად,

            დაგვეზარდოს დასაზრდელი შვილები,

ხატი ხატი ყოფილიყოს ძეგლით კი,

            გართულიყვნენ სულიერად მშივრები,

ლოცვას ვიწყებ მხოლოდ გულის კარნახით,

            მოწოდება მიწყვეტს ხმათა იოგებს,

მე ხატებზე მირონდენა ვიწამე,

            არ ვცნობ ქანდაკება წმინდა გიორგებს,

მე ლოცვანი წინაპრისგან ვისმინე,

            ლოცვას ნურვინ გამითანამედროვებს,

მე ვიწამე ერთი ნაზარეველი,

            ვერ მივიღე ბაქია და მედროვე,

მე ლომისის ყმობა მომმადლებია,

            მომეფინა საყდრების გზა იებით,,

ჯვართა სხვისად გამოაშკარავებას,

              ეგებ, სჯობდეს შევიბნიოთ ღილები,

დაბზარულან ყალბი პირჯვარ წერისგან,

              წინაპართა საფლავების ფილები. გპ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს