ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2011


ძნელია ერთგულება

ადამიანები მოვლენ და ქება–დიდებას შეასხამენ ალუბლების ყვავილებს, მაგრამ ჭეშმარიტად ერთგულია ის, ვინც მაშინ მოვა, როცა ალუბლები დაჭკნებიან – იაპონური ანდაზა

გახსოვს?
ალუბლების ყვავილები?..
დამჭკნარ ალუბლების ერთგულება?
გახსოვს?
დღეა ისეთი – მარტისფერი,
უნდა დაგთმო...
უნდა დაგტოვო და გაგერიდო,
რომ აღარ გეძებო:
მზის სხივებში,
ყველა სტრიქონებში გაბნეულო,
წყალივით ნაგროვებო პეშვში...
გახსოვს?..
ერთგულება რა ძნელია?
დამჭკნარ ყვავილებსაც მიეფერო –
იოლი არაა,
გაიხსენე?
იმსიმაღლეზე აგიყვანე,
მაინც ვერა და ვერ
შეიფერე...
და მეც დავრწმუნდი, რომ
არ იყავი:
ალუბლებისა და ჩემი ღირსი...
ფიქრი ხელივით აგიკარი...
სუნთქვა გავაყოლე სინდისს
და აღარ გიხსენებ...
ეს უბრალოდ,
დამჭკნარ ალუბლებზე
გამახსენდი...
ჩემი გაბავშვება იოლია...
შენ რომ არასოდეს დამიბერდე,
ის მსურდა,
მეტი არაფერი...
ახლა უბრალოდ,
დავისვენებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები