ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2011


სვანეთის ტკივილი

მთებლამაზო,ხარ ორმოცი საუკუნის,

ამ მუხლმაგარ საქართველოს მესაზღვრე.

მუდამ იყავ ქუდის მოხდით ჩამუხლული,

ლოცულობდი შენი მიწის ბედ კარგზე.

ლილეთი და სვანურ ნანით გაგიზრდია

ვაჟკაცები,მირანგულას სადარი.

ზვიად მთებზე ძმობის ხიდი გაგიდია,

შენს ბეთქილებს,არ ჰყოლიათ ბადალი.

გიომია,დიდგორიდან- შამქორამდე

მარად იყავ საქართველოს მედროშე.

ბევრს ეგონა, ფრთაკალმებით ჩაგქოლავდნენ,

ეტრატებად შემოგდებდნენ,ჭერხოზე.

ყველგან შლიდნენ,შენი მოდგმის ნაფეხურს და

შენი ჯიშის თავგანწირვას,არნახულს.

გიწუნებდნენ კაცურ სიტყვას გაბედულს და

ბრძოლის ველზე,მტერს მტერივით გალახულს.

დაგიხოცეს საარაკო მეომრები,

უმარილოდ, ჩამოგკიდეს ჩიყვები.

არ იფიქრო სადმე კიდევ მეორდები,

ერთგულების აღთქმულ ბილიკს მიჰყვები.

ისტორიის ჯურღმულებში დაკარგულო

არ იდარდო,ყველაფერი    გამოვა,

აპატიე,ჩაეხუტე საქართველოს

და ლილეც კი მზეზე მაღლა ამოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები