ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2011


პატარები

      *****

პირმოკუმული ედგა ქალაქს თავზე ღრუბელი,
  ცისთაღა საცრით  აცრიდა წვიმას...

    *****

წვიმს...
შენ...- ისევ ისე, დღესაც საქმიანი,
მე ,...-თვალები მაქვს ისევ ნამიანი,

    ****

საოცარია სიტყვა "მიყ-ვარ-ხარ"...
ანუ მე ვარ!...
კი არ ვარსებობ რაღაც ნიღბებით,
არამედ "ვარ"
ნამდვილი და პირველქმნილი!...
და შენც, იცოდე,
კი არ არსებობ,
არამედ "ხარ"
ზუსტად "შენა ხარ!"
სანამ მიყვარხარ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები