ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ნოემბერი, 2011


როგორ უნდა წარმოითქმებოდეს სიტყვა ”საქართველო” უცხო ენებზე

როგორ უნდა წარმოითქმებოდეს სიტყვა ”საქართველო” უცხო ენებზე

ადვოკატი კახაბერ როდინაძე


(სტატია გამოქვეყნებულია წიგნში ”ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო (კონსტიტუციური) სამართალი”, კახაბერ  როდინაძე, პირველი გამოცემა, წიგნის კოდი ISBN  99940-25-16-9, გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2008, გვერდები  4-5.
გარდა ამისა, იგივე სტატია გამოქვეყნდება კახაბერ როდინაძის მომზადების პროცესში მყოფ წიგნში “ქართული ენის გრამატიკის რეფორმა ეროვნული უმცირესობების და უცხოელების საკუთარი სახელების ძალადობრივი შეცვლის აკრძალვის მიზნით”)



სხვისი საკუთარი სახელების ქართულ ენაზე შეცვლილი ფორმით გადმოტანისადმი საქართველოში ასე ფართოდ გავრცელებული დაუოკებელი სწრაფვა ლოგიკურად გრძელდება უშუალოდ ქართული საკუთარი სახელების, მათ შორის ჩვენი სამშობლოს, ”საქართველო”-ს, სახელწოდების უცხო ენებზე  ნებაყოფლობით (?!) შეცვლილი ფორმით გადატანაშიც, მაგალითად,  2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ ის გააპროტესტა, რომ თურმე იაპონურ ენაზე, რუსული ენის გავლენით,  ”საქართველო” დასახელებული იყო როგორც ”გრუზია”, და ამის შემდეგ მოითხოვა, რომ იაპონურ ენაზე ”საქართველო” დასახელებულიყო როგორც ”ჯორჯია” (?!).

დავსვათ ძალიან მარტივი კითხვა: იაპონურ ენაზე რატომ უნდა იყოს დასახელებული ”საქართველო” მაინცდამაინც როგორც ”ჯორჯია” და არა როგორც ”საქართველო”? რატომ? ინგლისური ენის გავლენით?  რატომ მაინცდამაინც ინგლისური ენის და არა, მაგალითად, ჩინურის? და არა აფრიკული ტომის ”იუმბო-მიუმბოს” ენის? ან კიდევ 6,496 სხვა ენის? მსოფლიოში ხომ, ბრიტანული ენციკლოპედიის ინფორმაციით, 6,500 ენაა და ამ 6,500 ენიდან რატომ უნდა დასახელდეს ”საქართველო” ისე, როგორც ეს რომელიმე 6,499 არაქართულ ენაზეა და არა ისე, როგორც ეს  ერთ, ერთადერთ ქართულ ენაზეა?

მსოფლიოში არის ერთადერთი ”საქართველო”.

”საქართველო” ევრაზიის კონტინენტზე მდებარეობს.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე ”ამერიკის შეერთებული შტატების” ერთ-ერთი შტატის სახელწოდება არის Georgia /ჯორჯია/.

სიტყვა Georgia /ჯორჯია/ ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე გადმოდის როგორც „ჯორჯია“ და არა როგორც „საქართველო“.

თუ სიტყვა Georgia /ჯორჯია/ ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე გადმოდის როგორც „ჯორჯია“ და არა როგორც „საქართველო“, მაშინ, თუნდაც ამიტომ, ლოგიკური იქნებოდა, რომ სიტყვა „საქართველო“ ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე გადავიდეს როგორც „საქართველო“ და არა როგორც Georgia /ჯორჯია/.



ცხრილის ადგილი  (არ გადმოვიდა ცხრილის ფორმატში ტექნიკური მიზეზების გამო)

სახელმწიფოს სახელწოდება: Georgia (a State of the USA)
სწორი წარმოთქმა ქართულ ენაზე: ჯორჯია
სახელმწიფოს სახელწოდება: საქართველო
სწორი წარმოთქმა ქართულ ენაზე: საქართველო /Sakartvelo/


ცხრილის ადგილი (არ გადმოვიდა ცხრილის ფორმატში ტექნიკური მიზეზების გამო)

ნაციონალობის/ეროვნების სახელწოდება: ქართველი, ქართველები  (მრავლ. რიცხვი)
სწორი წარმოთქმა ინგლისურ ენაზე: Kartveli /ქართველი/, Kartvelebi /ქართველები/
სწორი  წარმოთქმა ფრანგულ ენაზე: Kartveli /კარტველი/, Kartvelebi /კარტველები/
სწორი წარმოთქმა რუსულ    ენაზე: Картвели /კარტველი/, Картвелеби /კარტველები/


ცხრილის ადგილი (არ გადმოვიდა ცხრილის ფორმატში ტექნიკური მიზეზების გამო)

ენის სახელწოდება: ქართული
სწორი წარმოთქმა ინგლისურ ენაზე: Kartuli /ქართული/
სწორი წარმოთქმა ფრანგულ ენაზე: Kartuli /კარტული/
სწორი წარმოთქმა რუსულ    ენაზე: Картули /კარტული/


ის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ყოველი სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე, როგორც მინიმუმი ამ სახელმწიფოს სამთავრობო დაწესებულებების საქართველოსთან ოფიციალური ურთიერთობების დროს,  სიტყვა „საქართველო“ წარმოითქმებოდეს როგორც „საქართველო“, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია „საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდების შესახებ” კანონის მიღების საშუალებით.


ადვოკატი კახაბერ როდინაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს