ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2011


მამას

ისევ ჩვეულად მოვა მალე ნოემბერი და
ისევ ისეთი შავღრუბლება დღეები მელის.
იუბილე მაქვს იმ თვის ბოლოს ოცდამეოთხე,
შენს საფლავზე ხომ მეთორმეტე ნაცრემლი წელი
მოაკაკუნებს,რომ სამძიმრად მოვიდე ისევ
და საფლავის ქვა გადავწმინდო დანამულ ხელით.
შენს ყველაზე დიდ ნაანდერძალს რომ გავუფრთხილდე,
სიბინძურემ რომ არ გამომკრას კოჭებში ცელი,
უნდა მოვიდე და შეგიგრძნო უფრო ახლოდან.
დედაკაცებმა კვლავ დაალბონ საფლავი ცრემლით.
თუმც მზეზე შორს ხარ გულზე ახლოს მეგულები და
უშენობისგან კაცობის ხეც გამხდარა ხმელი.
უნდა მოვიდე!მაგრამ არა ისევ ეულად.
შენს გასახარად მოვიყვანო პატარა "მგელი"
რომ აქედანვე შთავაგონოთ ბოროტის გმობა
და ვიცი ამ შენს მოსახელეს თუ როგორ ელი.
მოვალ დავიწყებ ისევ ისე შენთან საუბარს
და ძველებურად ვიბაასებთ სიჩუმით მწველით.
მაგრამ,ჩვენ უკვე გულახდილად ოღონდ სამივე
ამ ჩვენს შეხვედრას ცრემლიანი ღიმილით ველით.
ჩვენ მართლა მოვალთ!წელს თუ არა ვფიცავ გაისად
დამჭკნარ იებს რომ დაიტირებს ყვითელი ველი.
ჩვენ იქ ვიდგებით შენ დაისად, ჩვენ კი აისად
გაგვინათდება ჩვენ,მე და შენ,მესამით ბნელი.
ისევ ჩვეულად მოსდევს იმ თვეს ნოემბერი და
ჩვენ სხვანაირი,სიცილცრემლება დღეები გველის.
იუბილე გვაქვს ჩვენ ორივეს ლუწრიცხვიანი
და შენ პირველად,შვილიშვილთან პაემანს ელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები