ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: იუმორისტული
6 ნოემბერი, 2011


ჭამ...და...გინდა... ჭამ...და...გინდა...

      დავიღალე...გამასწარი რაა...დავიღალე...
      შეიძლება კაცო სულ გშიოდეს? ჰა?თან რომ ვერც გაგაძღე?
      მადა გაქვს - იფ, იფ!
 
    რა უბედურებაა- ჭამ...და...გინდა...
                            ჭამ...და...გინდა...

    გაგონილა, სულ სამზარეულოში როგორ უნდა ვიტრიალო?
    თან, მარტო რომ ვიტრიალო..
    თან, მარტო სამზარეულოში...

    გაძღა და მაინც უნდა...დესერტი!
    კომპოტი დაგავიწყდა კომპოტი!

  აქეთ, გშია, თუ გწყურია, დაიღალე თუ არა, გინდა თუ არა კეთება,აინტერესებს რო? მას ხომ უნდა...მას ხომ შია...
 
    შევწვა,მოვხარშო...მოვამზადო რამე, შია...შია..უნდა...გაძღა?ო,არა! კიდევ უნდა...სოსისი,, კვერცხი....
   
  გავგიჟდი! იცი რა ძვირფასო, აი შენ ტაფა, აი კვერცხი, და აი სოსისი. გინდა შეწვი, გინდა მოხარშე,გინდ ათქვიფე, გინდ პირდაპირ დაატაფე...გინდ უმი გიჭამია,გინდ არა! დავიღალე!
 
    და იცი რა საყვარელო? მშია! მადა ჭამაში მოდისო,ჰო?მაშ ეტყობა მშიერზე არ მინდება...მეც მინდა მწვადი,ხინკალი....და დესერტი!
 
    შენ კი ისევ-------მჭამ...და...გინდა...
                              მჭამ...და...გინდა...

                                                                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები