ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგა პავლიაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2011


არ იცავს პროლოგს

არ იცავს პროლოგს, არც ეპილოგს, არც სჯულის კანონს,

არც სალოცავში ჯვრისწერისას, დადებულ ფიცს,

სიყვარულშიც კი უნიჭობით გამოირჩევა,

სიყვარულსაც ხომ უმადლიან, უდიდეს ნიჭს.

ოცდამესამე ქორწინების, ფინიში კრახით,

ქალი ისევე თავს იმართლებს, ამტყუნებს ბიჭს.

ხორცით მართული წყაროზე მისულს, მოგკლავს წყურვილით,

და დაბრმავებულს, არ ამოგაცლის თვალიდან ხიჭვს,

ვერავინ ხედავს საკუთარ თავში, დაღის ნატამალს,

დაღდასმულობა ინდივიდებში არ იწვევს იჭვს,

ვერც პროლოგს იცავს, ვერც ეპილოგს, ვერც სჯულის კანონს,

ვერც სალოცავში ჯვრისწერისას, დადებულ ფიცს.  gp



g.p
24.12.2010 16:28

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს