ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2011


ჩემ(თვის) თებერვალში გქვია ოცდაათი...

ზოგჯერ ადვილია, ხელის ერთი მოსმით
ხაზი გადაუსვა ყველა დანაპირებს
და რომც მაპატიო (თუმცა, მეეჭვება)
შენი მიტოვება, თავს ვერ ვაპატიებ!
ჩემთვის ერთადერთი სუსტი წერტილი ხარ,
ამაყ კლდეებსაც აქვთ თავის ნაპრალები,
თუნდაც შევიშალო ახლა უშენობით,
სიტყვა არ დამცდება, მაინც, არაფერი!
ვტოვებ დასაწყისს და თითქოს, ბოლოც არ ჩანს,
ასე გაურკვევლად, გარქმევ მრავალწერტილს...
ვიცი, ყველა ფიქრის ფონად მეყოლები,
ჩემი ბედისწერის მწარე განაჩენი!
თუნდაც გაცამტვერდეს ყველა დაპირება,
მაინც, სადღაც გულში... მჯერა ოდნავად... კი!
ისევ დაბრუნდები, თუმცა, ფაქტია რომ -
ჩემ(თვის) თებერვალში გქვია ოცდაათი...

ლიკა ოხანაშვილი
8.11.2011




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები