ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2011


მგზავრი ვარ


სივრცეს მანქანის, მუსიკა ავსებს...
გული მაქვს სავსე,
სული მაქვს სავსე,
მზით გავსილი ეს შემოდგომაც
მე ვარ და.. ასე,
ვზივარ , მიხუტებული
საკუთარ განცდებს
და როგორც ადრე,
ბავშვობაში,
მეპარება თვალებზე რული...
(ეს ბავშვობაც ხომ ტესტივითაა,
ბედნიერების გამოსაცნობად)
ფეხდაფეხ მომდევს ციდან
მთვარე კინოკამერით...
( ერთი კაცის სამყოფი პური)

დიახ, მგზავრი ვარ წუთისოფლის
და ლამაზად ვმგზავრობ!
მომშივა?...მთვარეს წავიტეხავ
და გზას განვაგრძობ,
მზისკენ განვაგრძობ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები