და იყო კაცი, წამოსული ფოთლების მთიდან გვიან ზამთარს რომ დამიძახა. გვიანმა ქარმა თეთრი სახლები მიატოვა, რისთვისაც ღირდა სიკვდილი მე ვერ გავიგონე. შემინდეთ, მაგრამ
თქვენს მერე ვეღარ, ვერ დაადგა საშველი იმათ, ვინც ცხოვრებაზე დაწერეს და უბრალოდ დაწვნენ ბალახზე, ტანზე წაიფარეს ლექსი და წვიმა (თქვენი სიზმრებიც დაგიტოვეს) თქვენ უკვე აწი
ვერ მოშორდებით ცივ ალაგებს, დაღლილი ივლით. ჩვენს ოთახებში ამოავსებთ დაბზარულ კედლებს თქვენი ხილვებით, მოგონებით, ლოცვებით, იმით, რისთვისაც ყველა დავიღუპეთ, რისთვისაც ვევნეთ
ამ ზამთარს. ხეებს აღარა აქვთ ჩიტების სუნი პირიქით მათი სიბერეა, მეტადრე ცივა. როდესაც დგახარ არყოფნამდე, როდესაც უსმენ პირველდღეობას ფოთოლწასვლის და პირველ სიტყვას
აქამდე ართქმულ, არდაწერილ შენი ცხოვრების სადღაც რომ ხმელი, მონაბერი ღიმილი აკრავს. მე შემიძლია არ გავთავდე გათოვებამდე და ყველაფერი დავივიწყო. შემინდეთ, მაგრამ ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. როგორ გამიხარდა შენი ლექსი :*
++ როგორ გამიხარდა შენი ლექსი :*
++
14. ძალიან კარგია, ჯუბა, 5 ძალიან კარგია, ჯუბა, 5
13. ბიჭო...მუხბე...აქა ვარ შენს გვერდით...შეიძლება ვერ გიკომენტარებდე მარა სულ გიყურებ მე შენ და მერე გნახავ კიდევაც...ეს დღეები არ მცალია ოღონდ...:) ბიჭო...მუხბე...აქა ვარ შენს გვერდით...შეიძლება ვერ გიკომენტარებდე მარა სულ გიყურებ მე შენ და მერე გნახავ კიდევაც...ეს დღეები არ მცალია ოღონდ...:)
11. ამ ზამთარს. ხეებს აღარა აქვთ ჩიტების სუნი პირიქით მათი სიბერეა, მეტადრე ცივა. როდესაც დგახარ არყოფნამდე, როდესაც უსმენ პირველდღეობას ფოთოლწასვლის და პირველ სიტყვას ნიჭიერი ავტორი... ამ ზამთარს. ხეებს აღარა აქვთ ჩიტების სუნი პირიქით მათი სიბერეა, მეტადრე ცივა. როდესაც დგახარ არყოფნამდე, როდესაც უსმენ პირველდღეობას ფოთოლწასვლის და პირველ სიტყვას ნიჭიერი ავტორი...
10. ყოჩაღ ჯუბა! შენ მაგარი პოეტი ხარ ძამი და რაც დრო გავა კიდევ უფრო მაგარი გახდები. წარმატებებს გისურვებ ყველა ასპარეზზე. ყოჩაღ ჯუბა! შენ მაგარი პოეტი ხარ ძამი და რაც დრო გავა კიდევ უფრო მაგარი გახდები. წარმატებებს გისურვებ ყველა ასპარეზზე.
9. მოგესალმება იმო ბაბუ, არგ ჭაბუკს! მიხარია, რომ თვალდახელშუა იზრდები როგორც პოეტი! მიუხედავად ზოგიერთი ტექნიკური ხარვეზისა, რომლებსაც მალე იმედი მაქვს, შენვე ჩაასწორებ იოლად, ლექსი სასიამოვნო და მეტი იმედების მომცე შთაბეჭდილებას ტოვებს. ახალი და ახალი წარმატებები შწავლაშიც, შემოქმედებაშიც და სპორტშიც, შე ყოველმხრივ ჩემო საამაყო ვაჟკაცო! იკითხე ბევრი კარგი ქართული წიგნი. მომიკითხე ოჯახი! გაიხარე, ასე რომ გამახარე! მოგესალმება იმო ბაბუ, არგ ჭაბუკს! მიხარია, რომ თვალდახელშუა იზრდები როგორც პოეტი! მიუხედავად ზოგიერთი ტექნიკური ხარვეზისა, რომლებსაც მალე იმედი მაქვს, შენვე ჩაასწორებ იოლად, ლექსი სასიამოვნო და მეტი იმედების მომცე შთაბეჭდილებას ტოვებს. ახალი და ახალი წარმატებები შწავლაშიც, შემოქმედებაშიც და სპორტშიც, შე ყოველმხრივ ჩემო საამაყო ვაჟკაცო! იკითხე ბევრი კარგი ქართული წიგნი. მომიკითხე ოჯახი! გაიხარე, ასე რომ გამახარე!
8. ..
კარგია, მომწონს, მხოლოდ ეს /"იმათ" - "იმით"/ სულ ცოტათი უხერხულად მოხვდა ყურს. გუშინ ფეისბუქზე წაკითხული შენი ლექსი კიდევ უფრო მეტად მომეწონა. წარმატებები, სიცოცხლისუნარიანია ეს ყველაფერი და მახარებს, იცოცხლე. დარწმუნებული ვარ ამ გვერდზე არასოდეს დამხვდება უინტერესო რამე.
ყველა სიკეთე. ..
კარგია, მომწონს, მხოლოდ ეს /"იმათ" - "იმით"/ სულ ცოტათი უხერხულად მოხვდა ყურს. გუშინ ფეისბუქზე წაკითხული შენი ლექსი კიდევ უფრო მეტად მომეწონა. წარმატებები, სიცოცხლისუნარიანია ეს ყველაფერი და მახარებს, იცოცხლე. დარწმუნებული ვარ ამ გვერდზე არასოდეს დამხვდება უინტერესო რამე.
ყველა სიკეთე.
7. კარგი ლექსია :) კარგი ლექსია :)
6. მაგარი ხარ მუხბე! მაგარი ხარ მუხბე!
4. მომეწონა შენი "არდაწერილი ცხოვრება, ხმელღიმილ შემოკრული"... კარგად "ვიზამთრე" შენი ლექსით...
"ამ ზამთარს. ხეებს აღარა აქვთ ჩიტების სუნი პირიქით მათი სიბერეა, მეტადრე ცივა. როდესაც დგახარ არყოფნამდე, როდესაც უსმენ პირველდღეობას ფოთოლწასვლის და პირველ სიტყვას"
მომეწონა შენი "არდაწერილი ცხოვრება, ხმელღიმილ შემოკრული"... კარგად "ვიზამთრე" შენი ლექსით...
"ამ ზამთარს. ხეებს აღარა აქვთ ჩიტების სუნი პირიქით მათი სიბერეა, მეტადრე ცივა. როდესაც დგახარ არყოფნამდე, როდესაც უსმენ პირველდღეობას ფოთოლწასვლის და პირველ სიტყვას"
3. ლაღად წერ, ჯუბა, ძალდაუტანებლად... წამიყოლა ლექსმა... მუსიკით, ფერებით, შინაარსით... კარგია, მოკლედ!.. ლაღად წერ, ჯუბა, ძალდაუტანებლად... წამიყოლა ლექსმა... მუსიკით, ფერებით, შინაარსით... კარგია, მოკლედ!..
2. არაფრისმთქმელი, ალალი--5 არაფრისმთქმელი, ალალი--5
1. ვააჰ...
მალადეც ბიჭო.
5. ვააჰ...
მალადეც ბიჭო.
5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|