ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2011


სიძაბუნის ღამისა

ლაზარეთული  დღიურიდან


ღამეს  ვათევ  სიძაბუნის,
სენის  კოლტით  გადაძოვილს...
ვგრძნობ  სიჩქარეს  მიწის  ბრუნვის
და  გეშს  ლანდის  - 
სისხლისმწოვლის...

არც  ბრძენი  ვარ, 
არც  გმირი  ვარ,
არცა  მცივა, 
არცა  მცხელა...
ვზი  გვემული  კაცი  ვინმე,
თითქოს  ასმა  კაცმა  მცემა...

არც  დაჭრილი  არწივი  ვარ,
თუმც  მეც  დამცა  განსაცდელმა...
- გამოცლილი  ქანცი  მიმაქვს
სიცოცხლეში  გასაცვლელად...

არც  ლიქნით  მტერს  ვეღრიჯები,
არც  სიკვდილთან  ამოდ  არ  ვარ,
მაგრამ, 
ვით  ჯერ  ერი  ჩემი,
ფეხზე 
ვეღარ 
წამოვმდგარვარ...

ამაშიაც  ჩემს  ერს  ვგავარ  -
მისებრ 
ჯერ  მეც  არ  მოვმკვდარვარ...
თუმც, 
თუ  ვდგავარ  - 
სიმწრით  ვდგავარ...
და  თუ  დავალ  - 
ოხვრით  დავალ... 

თუ  იღბალი  არ  დამზარდა,
არ  დავრჩები  მეც  პირშავად!..
სანამ  აქ  ვარ  - 
მართლა  ვარ  და,
თუ  წავედი  - 
მართლა  წავალ...

2. 10. 2011   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები