ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2011


***

ცას შეუხსნია საკინძეთა მთელი არმია,
ბარდნის ფიფქები,გზადაგზა კი იქცევა წვიმად,
გაუთავებელ წკაპა-წკუპსაც მისი შარმი აქვს,
მისი მისია და მიწასაც ასველებს იმად,
რომ გადარეცხოს,გადაწმინდოს ცოდვილი ფეხის
ამ ბილიკებად დახაზული ნაფეხურები,
უნდა გავარდეს,გაელვებით,გრუხუნით მეხი,
გადააბრუნოს რომ სამყაროს ყველა ურემი,
გზა რომ გამოჩნდეს,ჩიხ-ჩიხებით რომ არ ვიაროთ,
სწორ კვალს დავადგეთ,არ დავდღაბნოთ საწუთრო ჩვენი,
სიცოცხლის შარა აზრიანად რომ გავიაროთ,
სისუფთავისთვის,განწმენდისთვის, კვლავ წვიმებს ველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები