ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
18 ნოემბერი, 2011


ხაჭაპური

(ციკლიდან "დათასთვის დაწერილი ლექსები")

აი ცომი,
ყველის გუნდა.
ხაჭაპური
ყველას უნდა!

გარჯა ვის არ
ეზარება?
გააბრტყელოს
ცომი ხელად!

-შიგ რას ჩავდებთ?
-ბლომად ყველსა,
ცომს გადავკეც-
გადმოვკეცავთ!

-მერე?
-ღუმელს
გავახურებთ,
გამოვაცხობთ
ხაჭაპურებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები