გთხოვ, გულის ჯიბე ამოიბრუნე, ახლა ერთ ლექსად მიღირს სამყარო, რა ბედენაა თურმე იღბალი, თუ კაცს შენივე თავი გღალატობს, ქუჩა ისეთი დარდისფერია, ბოლო იმედი ყმუის ძაღლივით, ვიწრო ოთახში ვარ დამწყვდეული, ბრმა ლექსებით და გიჟის ხალათით.
გთხოვ, კიდევ ერთხელ ისე აფეთქდი, რომ ყველა ლექსში ვიგრძნო აპრილი, გაგვიჭირდება, ვიცი, ორივეს გაცოცხლებული გრძნობის სიყალბე, ზეცაზე მთვარე ღრუბლის როიალს მიუჯდა, ალბათ დაკვრას აპირებს... გთხოვ ერთხელ კიდევ ისე დაწერე, მე რომ მიყვარდა, შენ რომ გიყვარდი.
ახლა მე ვიცი, ფიქრი წაგიღებს (ხომ ვერ ეშვები მარტო ბოდიალს), მიწა, სისხლივით შედედებული, რომ დავაბიჯებ, შენი მკერდია, დრო საათიდან გამოპარულა (რას ვიფიქრებდი, თუ გაბედავდა)... გთხოვ, გულის ჯიბე ამოიბრუნე, სანამ ხელებში ჩაგაბერდები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ქუჩა ისეთი დარდისფერია, ბოლო იმედი ყმუის ძაღლივით... ლამაზია++ ქუჩა ისეთი დარდისფერია, ბოლო იმედი ყმუის ძაღლივით... ლამაზია++
13. გთხოვ, კიდევ ერთხელ ისე აფეთქდი, რომ ყველა ლექსში ვიგრძნო აპრილი, გაგვიჭირდება, ვიცი, ორივეს გაცოცხლებული გრძნობის სიყალბე,
გთხოვ ერთხელ კიდევ ისე დაწერე, მე რომ მიყვარდა, შენ რომ გიყვარდი.
კარგი ძალიან. გთხოვ, კიდევ ერთხელ ისე აფეთქდი, რომ ყველა ლექსში ვიგრძნო აპრილი, გაგვიჭირდება, ვიცი, ორივეს გაცოცხლებული გრძნობის სიყალბე,
გთხოვ ერთხელ კიდევ ისე დაწერე, მე რომ მიყვარდა, შენ რომ გიყვარდი.
კარგი ძალიან.
11. ნორმალური ნაწერია ნორმალური ნაწერია
10. გაიხარე, ანემონე, მიამაც მოგიკითხა :) გაიხარე, ანემონე, მიამაც მოგიკითხა :)
9. გთხოვ ერთხელ კიდევ ისე დაწერე, მე რომ მიყვარდა, შენ რომ გიყვარდი.
გთხოვ, გულის ჯიბე ამოიბრუნე, სანამ ხელებში ჩაგაბერდები!
რაღაც გულწრფელობით უფრო მეტად მომხიბლა ლექსმა,ვიდრე სხვა დანარჩენით :) მოკითხვა მია :)
გთხოვ ერთხელ კიდევ ისე დაწერე, მე რომ მიყვარდა, შენ რომ გიყვარდი.
გთხოვ, გულის ჯიბე ამოიბრუნე, სანამ ხელებში ჩაგაბერდები!
რაღაც გულწრფელობით უფრო მეტად მომხიბლა ლექსმა,ვიდრე სხვა დანარჩენით :) მოკითხვა მია :)
8. :) დიდი მადლობა, საყვარლებო :) :) დიდი მადლობა, საყვარლებო :)
7. ძალიან კარგი ლექსია...სევდის ნახევარს მიღმა რომ მალავს ისეთი...5 ძალიან კარგი ლექსია...სევდის ნახევარს მიღმა რომ მალავს ისეთი...5
6. დრო საათიდან გამოპარულა (რას ვიფიქრებდი, თუ გაბედავდა)... გთხოვ, გულის ჯიბე ამოიბრუნე, სანამ ხელებში ჩაგაბერდები!
ლექსი კარგია, ფინალი_საუკეთესო. დრო საათიდან გამოპარულა (რას ვიფიქრებდი, თუ გაბედავდა)... გთხოვ, გულის ჯიბე ამოიბრუნე, სანამ ხელებში ჩაგაბერდები!
ლექსი კარგია, ფინალი_საუკეთესო.
5. ყოველთვის გაქვს მია ნებისმიერ ლექსში ლამაზი სახეები და მომწონს მე ეს! :) ყოველთვის გაქვს მია ნებისმიერ ლექსში ლამაზი სახეები და მომწონს მე ეს! :)
4. რა ბედენაა თურმე იღბალი, თუ კაცს შენივე თავი გღალატობს,
ქუჩა ისეთი დარდისფერია, ბოლო იმედი ყმუის ძაღლივით,
ესენი მარტლა მომეწონა. პირველი კუპლეტის მერე დანარჩენი სახეები მე ნაკლებად.
რა ბედენაა თურმე იღბალი, თუ კაცს შენივე თავი გღალატობს,
ქუჩა ისეთი დარდისფერია, ბოლო იმედი ყმუის ძაღლივით,
ესენი მარტლა მომეწონა. პირველი კუპლეტის მერე დანარჩენი სახეები მე ნაკლებად.
1. ვიწრო ოთახში ვარ დამწყვდეული, ბრმა ლექსებით და გიჟის ხალათით. როგორ მესმის შენი!!! გეფერები!!! :* ვიწრო ოთახში ვარ დამწყვდეული, ბრმა ლექსებით და გიჟის ხალათით. როგორ მესმის შენი!!! გეფერები!!! :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|