ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2011


ვედრება ნაპარტახალი მამულისათვის

ვედრება  ნაპარტახალი  მამულისათვის

შენს  წილ 
საბაღე-  საზვარყანეს  მოხედე,  ღმერთო!
ძეო  ჯვარცმულო,
მკალშესეულ  დედულს  მოხედე!..
შთენილს  აწ  ოდენ  სათარეშოდ  და  სათავხედოდ 
შინაგაზრდილთა  და  გარემტერთა,
ვერაგთა  ერთობ!..

მოხდე  ვარამს
უქონელთა  დქ  ქვივ-ოხერთა,
დეაო  ღვთისა!..
კალთა  შენი ,
შეუბღალავი,
გადააფარე  მათ  იარებს  და  ვით  კარავი
წმიდათა  წმიდა  -
აღუჩინე  მათ  მოსაოხად!

და  ნაჭრევებში  ვიდრე  ერის 
სულის  და  ხორცის,
მსახვრალი  გენი  დაივანებს 
ნესტის  და  ობის,

გადააცალე  თვალზე  ლიბრი,
სულზე  -  ცოდვანი,
შენის,  ღვთიურის, 
თუნდ  მისხალი  მიეცი  ცოდნა
განკურნვად  ვერაგ  სალმობისგან,
სულ  სისხლს რომ  სწოვდა  -
მტრისგან  მოყვარის
ვერგარჩევის  და  ვერშეცნობის!..

ამ  ქვგამხედვართ  და  ქვებუდანთ 
მოხედე,  ღმერთო,
აგვიკლეს  ვინაც 
სატანურად  და  იქედნურად,
და  დღენიადაგ, 
ავის  შიშით  და  გულისხეთქვით
ველით  ხვალის  დღეს,
უსასონი  და  უბედურნი!..

ჟამიანობა  უჟამური  მოგვჟვავებია.
კართან  ატუზულ,
ყურწამახულ  მოყურიადეს
ახალი  მსხვერპლის,
ღვთისმოშიშის,
მოჟამვა  ნებავს,

საკან-დილეგნი,
დანესტილნი,
მიწყივ  რომ  ელით
და  უბნელებენ  ეშმას  ბუშნი 
მუნ  განთიადებს...

მოგვხედე, 
გვიხსენ  ბოროტისგან
და  გვააზატე...
ჩვენ  - 
წმინდა  ჯვრისთვის
ბევრნაწამებთ  და  მრავალნაგვემთ...
მიკნავებულნი  ტაძრისკენ  რომ
გზას  ვეღარ  ვაგნებთ

და  ორწმენობა-უღმერთობას
გვარიდე  სადმე,
რომ  საკმარგვეყოს  ჩვენ  მიწყივი
სალმობა  გვემა...
საჭირნახულე 
მოგვიმრავლე  დღენი  სადაგნი
შენს  წმინდა  სახლში  რომ  აგვმაღლე
ცოდვათა  ზემოთ!..

მოგვანანიე  ჩვენ  ცოდვანი  მრავალნი  ჩვენი,
რომ  შეგვიწყნარო,  ზეციერო  -
დაბოლოს  მაინც!..
სულშიც  გოდების  ნაკვალევი  რომ  გვამჩნევია
და  ძილღვიძილშიც
შენდობას  და  ჩვენს  ერთ  მხსნელს  ვესავთ...

რომ  გვენატრება  მადლი  მცირეც,
შვებას  ჰგვრის  რაიც,
დედულს  მოხედე  ზეციერო,
კნინსა  და  პარტახს,
გადამთიელთა  საძოვარად
ქცეულს  ბედითად..
უღვთოდ  გაყიდულ-წარტაცებულს
სხვათა  და  სხვათა,
შინდაზრდილ  მტერთა 
ხელდასხმითა  და  გარიგებით...

მიშვებულია 
ჩვენი  ბედის  რაში  უბელოდ,
საბედისწერო  უფსკრულებში  გადასაჩეხად...
გატეხილია  სული  ქართვლის 
მიწყივ  ობლობით
და  დამაშვრალი,
რწმენამწირი
და  ქედდახრილი...
სულ  უფრო  მეტად  ვიწროვდება 
ს საჩვენო  ჩიხი
და  შენს  სამყოფელ
შემოვცქერით
თმენანაჩეხნი...

უფალო,
კვლავ  შენს  მაღალ  რწმენას  შეეხიდება
ეს  გული  -
სნეულ-ბებერი  და  ლამის  შეშლილი...
ბევრგან  გასერილ-გაჭრილი  და 
ბევრ  უძინარი,
ერთ  დროს  ლაღი  და 
დღეს  გაუღიმ-გაუცინარი...
უკვე  დამცხრალი,
დასევდილი  შენღა  რომ  შეგცქერს
და  გევედრება  -
არ  სტუმრობდნენ 
შენს  სახლს  ფლიდები...
არ  ბოგინობდნენ  იქ 
იქედნე-წყეულ-ეშმანი!!!

18.  11.  2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები