ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2011


ცაა ისეთი, ერთაოზ

ცაა ისეთი,
ჩვენ რომ ძლიერ გვიყვარს, ერთაოზ,
სიყვარული კი ბრუნვადია, ბრუნვადი,
ხვდები?..
ყველა კანონი ავაყირავოთ,
დედამიწასაც კი ვეკამათოთ
და დავამტკიცოთ:
რომ ხელები ვაქციეთ ფრთებად!
არ დაგიცადოს მარგალიტამ,
რა მოხდა მერე?..
არაა სანდო მარგალიტას ფაფუკი მკერდი...
ამ სულცარიელ და ჟღარუნა ადამიანებს
არ ენდო,
გესმის?..
დროა უკვე, ერთაოზ ჩემო,
გავფრინდეთ უნდა...
გასაფრენად მზად გვაქვს:
ხელები...
ვფლობთ სულს და სხეულს:
ზედმიწევნით და გონივრულად...
გველოდებიან:
ცაც,
მწვერვალებიც,
ნისლები რომ მოუხვევიათ...
ჰო, სიყვარული –
ბრუნვადია, გვაბრუნებს ჩვენაც...
ბედისწერაა ესეც, ალბათ, ჩემო ერთაოზ,
ბილიკის ბოლოს რომ შეგვყარა ერთმანეთს
ღმერთმა...
ცაა ისეთი,
ჩვენ რომ ძლიერ გვიყვარს,
ერთაოზ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები