ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2011


შენ - მონატრება, ჩასუნთქვამდე - ამოსუნთქვიდან...

გაცრეცილ კედლებს შეახმება უხმო წყენა და
გავიმეორებ ალბათ სამჯერ ალილუიას...
სიბნელემ გარეთ შეიწოვოს უნდა ჩრდილები,
ხახადაღებულ მოჩვენებებს სუნთქვა სწყურიათ...
ყველა აზრის და ქმედების თუ მერქვა ნაწილი,
უარმყოფელი გახდი ახლა ჩემი, სრულებით...
და მოგონებაშენახული გელოდებიან,
მიტოვებული სახლის ძველი საფეხურები...
გულზე დავიწყობ ხელებს, მსგავსად მიცვალებულის,
ფანჯრის მინებზე წვიმის წვეთიც აღარ ეცემა...
ვის? რას ვებრძოლო? შენთან ერთად სულიც დავკარგე,
ჰოდა, დავსრულდე! ამ კედლებში უნდა ერთხელაც...
საკუთარ თავში გაორება შემომეჩვია,
რაც, ალბათ ჩემთვის, პირველ რიგში, სიკვდილს უდრიდა...
მსხვერპლი ვარ მხოლოდ, დუელისას შინაგან ”მე”-სთან,
შენ - მონატრება, ჩასუნთქვამდე - ამოსუნთქვიდან...

ლიკა ოხანაშვილი
23.11.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები