ნაწარმოებები



ავტორი: ასდდსა
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2011


ვაი

თუ მიხვდები რატომ იწვის სამყარო,
რატომ არის დანგრეული ქალაქი,
გინდა გითხრა? ხელის გულზე გატარო,
გითხრა რამე კიდევ უფრო ახალი,
როცა ნახე მიდიოდა ბებერი,
არ შეხედე, დაიკიდე ფეხზე,
დაინახე, რომ ტიროდნენ გლეხები,
რომ შიოდათ ეტყობოდათ ფერზე,
დაინახე რომ წიოდა გოგონა,
გაიარე, თითქოს არ გინახავს,
გაიმართლე, თამაშობდნენ მეგონა,
შუა ღამით ძალადობა მინახავს,
დაინახე ტვირთიანი მოხუცი,
ცრემლებისგან სველი ქონდა სახე,
დაელოდე თქვი: მის გავლას მოვუცდი,
როგორ წვალობს, ნუთუ შენ არ ნახე,
დაინახე, მკვლელი ბოროტმოქმედი,
ქურდი, ანდაც ცუდი მოძალადე,
არ შეხედე , მხოლოდ ჩემთან მოხვედი,
შენი სახე ნათლად მომანათე.
ამის მერე შენ ღმერთსა სთხოვ შენდობას?
უნამუსოდ რომ იქცევი ხვდები,
არვის უწევ მეგობრობას ან დობას.
უპატრონოდ და ეულად მოკვდები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები