ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2011


ტერენტი გრანელი

ჰაერივით მოცახცახე სული,
ტკივილებით დასერილი გული.
სადღაც შორეთს იმედების ალი,
სულში სევდის, დარდის ქარიშხალი.

გზა სიკვდილის? მარტოობის? – არა!
გზა სიცოცხლის? ეს წამებაც კმარა,
რაღაც სხვა გზა გამონახოს უნდა,
ამ ძიებას შეეწიროს თუნდაც.

იბადება სტრიქონები მწველი,
განბანილი სისხლში, ცრემლით სველი,
საოცნებო გზის ძებნაში ეული,
იფიტება უსასოო სხეული.

შემოდგომის ნაღვლიანი დღეა,
ქარი კვნესის, თუ რომ გოდებს ხეა?
სულით მძიმე და სხეულით მჩატე,
მარგალიტი სამარეში ჩადეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები