არაფერს ვუსმენ და ხეივანს გავყურებ, ჭადარზე სახლობენ წყვილად პომპონები, ქარი ათამაშებს ქარვისფერ საყურეს, ხარბად იკვებება ლექსი მოგონებით.
სეზონის თანახმად, ზეცა უფეროა, ნაცნობ ბილიკზე წევს სევდა ნამქერივით, ამ დროს შესაძლოა ვიყო, უფრო მეტად, ბარტყი, თბილ ქვეყნებში ვერგადაფრენილი,
ვიდრე პოეტი და ვიდრე, სულაც... ქალი. ამ დროს უმეტესად მახლავს გარინდება, ურჩი იალქანი სადღაც მიმაქანებს, გული დაყოფილი არის ამინდებად.
ნატვრის ჰორიზონტსაც საზღვარი არ უჩანს, ფიქრებს ვერ მოვეშვი, დარდსაც რა გამოლევს, მაგრამ თავს ვერევი, და მადლობა უფალს - შენი სუნთქვა მითბობს ზამთრის საღამოებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. გაიხარე, ნათია! :)
გაიხარე, ნათია! :)
46. ,,სეზონის თანახმად, ზეცა უფეროა"... პოეზიისათვის წაყენებული ყველა პირობის თანახმად, ლექსი ფერადია! :) ,,სეზონის თანახმად, ზეცა უფეროა"... პოეზიისათვის წაყენებული ყველა პირობის თანახმად, ლექსი ფერადია! :)
45. უღრმესი მადლობა ყველას! :)
უღრმესი მადლობა ყველას! :)
44. განწყობის შემქმნელი, მელოდიური, ლამაზი შინაარსის, კარგი ლექსი!!!
"ბარტყი, თბილ ქვეყნებში ვერგადაფრენილი"... კარგი მიგნებით, ზუსტად გადმოცემული განწყობა... განწყობის შემქმნელი, მელოდიური, ლამაზი შინაარსის, კარგი ლექსი!!!
"ბარტყი, თბილ ქვეყნებში ვერგადაფრენილი"... კარგი მიგნებით, ზუსტად გადმოცემული განწყობა...
43. გაიხარეთ და უფალმა დაგლოცოთ!
მშვენიერია !
გაიხარეთ და უფალმა დაგლოცოთ!
მშვენიერია !
42. ლამაზი ძალიან!
ლამაზი ძალიან!
41. კარგი ლექსია, ხარისხიანი ვერსიფიკაციით. კარგი ლექსია, ხარისხიანი ვერსიფიკაციით.
39. გმადლობ, ბექავ!...
გმადლობ, ბექავ!...
38. მშვენიერი რამეა თეავ!
5! მშვენიერი რამეა თეავ!
5!
37. გმადლობ, ოთარ! :)
გმადლობ, ოთარ! :)
36. შენ შენი სტილი გაქვს და მომწონს. ;) შენ შენი სტილი გაქვს და მომწონს. ;)
34. გაიხარე, თეა, უკვე ყველაფერი ნათელია. სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი და ასოციაციურად ფრინველს დავუკავშირე. ლამაზ ეფექტს ახდენს. :) გაიხარე, თეა, უკვე ყველაფერი ნათელია. სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი და ასოციაციურად ფრინველს დავუკავშირე. ლამაზ ეფექტს ახდენს. :)
33. პომპონ-ი [ფრანგ. pompon] - ძაფის, ბეწვისა და მისთანათაგან გაკეთებული ბურთულაკი ქალის ან ბავშვის ქუდის, ფეხსაცმლის და სხვ. სამკაულად
ასეთი განმარტებაა ინტერნეტში, არმენ, და შესაბამისად მიხვდები, ჭადრის პომპონები რაცაა :)
მადლობა ყველას!
პომპონ-ი [ფრანგ. pompon] - ძაფის, ბეწვისა და მისთანათაგან გაკეთებული ბურთულაკი ქალის ან ბავშვის ქუდის, ფეხსაცმლის და სხვ. სამკაულად
ასეთი განმარტებაა ინტერნეტში, არმენ, და შესაბამისად მიხვდები, ჭადრის პომპონები რაცაა :)
მადლობა ყველას!
32. კიდევ ერთხელ წავიკითხე დიდი სიამოვნებით. მართლაც ლამაზი ლექსია. უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება (წინა კომენტარში დამავიწყდა მეკითხა), ვინმემ მითხარით პომპონი რას ნიშნავს, ფრინველია? კიდევ ერთხელ წავიკითხე დიდი სიამოვნებით. მართლაც ლამაზი ლექსია. უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება (წინა კომენტარში დამავიწყდა მეკითხა), ვინმემ მითხარით პომპონი რას ნიშნავს, ფრინველია?
31. მე ავტორის ძველი ლექსები უფრო მომეწონა, იმის თქმა ნამდვილად არ მინდა რომ ეს ლექსი არ მომწონს,მაგრამ ამ გვერდზე ბევრად უკეთესები მინახავს :) მე ავტორის ძველი ლექსები უფრო მომეწონა, იმის თქმა ნამდვილად არ მინდა რომ ეს ლექსი არ მომწონს,მაგრამ ამ გვერდზე ბევრად უკეთესები მინახავს :)
29. უღრმესი მადლობა ყველას, ყველას!...
უღრმესი მადლობა ყველას, ყველას!...
28. რომ დაგამშვიდებს ისეთი ლექსია.. მომეწონა.. რომ დაგამშვიდებს ისეთი ლექსია.. მომეწონა..
27. ლამაზი ლექსი ლამაზი ფინალით. გეფერები თე :*
+ 5 ლამაზი ლექსი ლამაზი ფინალით. გეფერები თე :*
+ 5
25. უმაღლესი შეფასება თეას+2 მართლაც ისეა ''გულჩაკვარახჭინებული'' სიტყვები და სტროფები ერთმანეთთან, რომ ცალკე სტროფს ვერ იგრძნობ...ერთიამოსუნთქვით წავიკითხე:) მიყვარს აქ შემოსვლა,სხვაგვარი სილამაზე და ხიბლია... უმაღლესი შეფასება თეას+2 მართლაც ისეა ``გულჩაკვარახჭინებული`` სიტყვები და სტროფები ერთმანეთთან, რომ ცალკე სტროფს ვერ იგრძნობ...ერთიამოსუნთქვით წავიკითხე:) მიყვარს აქ შემოსვლა,სხვაგვარი სილამაზე და ხიბლია...
24. ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
26 ნოემბერი, 2011
ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
26 ნოემბერი, 2011
23. ვერაფერი გამოვაცალკევე იმდენად ლამაზია! რამდენჯერმე გადავიკითხე - ძალიან ნაზია, თბილი და ქალური. დაგლოცოთ უფალმა! წარმატებები! +5 ვერაფერი გამოვაცალკევე იმდენად ლამაზია! რამდენჯერმე გადავიკითხე - ძალიან ნაზია, თბილი და ქალური. დაგლოცოთ უფალმა! წარმატებები! +5
22. 5. ულამაზესი ლექსი. 5. ულამაზესი ლექსი.
21. მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის, ამ ნაადრევ ზამთარში! :)
მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის, ამ ნაადრევ ზამთარში! :)
20. მაგრამ თავს ვერევი, და მადლობა უფალს - შენი სუნთქვა მითბობს ზამთრის საღამოებს.
დაე, მუდამ ასე იყოს! +5 მაგრამ თავს ვერევი, და მადლობა უფალს - შენი სუნთქვა მითბობს ზამთრის საღამოებს.
დაე, მუდამ ასე იყოს! +5
19. გამჭვირვალეა და სუფთა როგორც თოვლი, და როგორც თეა. გაკოცე თეაკო... რომ იცოდე, რა კარგი თოვლია თბილისში... გამჭვირვალეა და სუფთა როგორც თოვლი, და როგორც თეა. გაკოცე თეაკო... რომ იცოდე, რა კარგი თოვლია თბილისში...
18. გული დაყოფილი არის ამინდებად.
მომწონს თე :) დასახვეწი რომ არ იყოს :D
გული დაყოფილი არის ამინდებად.
მომწონს თე :) დასახვეწი რომ არ იყოს :D
17. ლამაზი ლექსია, თავდავიწყებით შეყვარებული ქალის დაწერილი. ლამაზი ლექსია, თავდავიწყებით შეყვარებული ქალის დაწერილი.
16. აქ ყოველთვის იგრძნობა პოეზია!
"ვიდრე პოეტი და ვიდრე, სულაც... ქალი. ამ დროს უმეტესად მახლავს გარინდება, ურჩი იალქანი სადღაც მიმაქანებს, გული დაყოფილი არის ამინდებად."
ეს განსაკუთრებით მომეწონა. აქ ყოველთვის იგრძნობა პოეზია!
"ვიდრე პოეტი და ვიდრე, სულაც... ქალი. ამ დროს უმეტესად მახლავს გარინდება, ურჩი იალქანი სადღაც მიმაქანებს, გული დაყოფილი არის ამინდებად."
ეს განსაკუთრებით მომეწონა.
15. შენი სუნთქვა მითბობს ზამთრის საღამოებს.
არასოდეს მოგკლებოდეს ეს სითბო :* ლამაზი და მშვიდი განწყობა.
პ.ს. 1. ცოტა დასახვეწია თეა ჩემის აზრIთრ ისე ძაან მაგარია, +++++++ მიხეილ ჭიჭინაძე. 2011-11-26 15:39:45 თუ ძაან მაგარია, დასახვეწი როგორღაა, თანაც თვითეული კუპლეტი, მიხეილ? ნუ გვაბნევთ მკითხველებს. :) შენი სუნთქვა მითბობს ზამთრის საღამოებს.
არასოდეს მოგკლებოდეს ეს სითბო :* ლამაზი და მშვიდი განწყობა.
პ.ს. 1. ცოტა დასახვეწია თეა ჩემის აზრIთრ ისე ძაან მაგარია, +++++++ მიხეილ ჭიჭინაძე. 2011-11-26 15:39:45 თუ ძაან მაგარია, დასახვეწი როგორღაა, თანაც თვითეული კუპლეტი, მიხეილ? ნუ გვაბნევთ მკითხველებს. :)
14. ჩემი სუნთქვა ხარ(თ)...
დასახვეწიაო?:)):)) ჩემი სუნთქვა ხარ(თ)...
დასახვეწიაო?:)):))
13. ვიდრე პოეტი და ვიდრე, სულაც... ქალი. ამ დროს უმეტესად მახლავს გარინდება, ურჩი იალქანი სადღაც მიმაქანებს, გული დაყოფილი არის ამინდებად.
ვიდრე პოეტი და ვიდრე, სულაც... ქალი. ამ დროს უმეტესად მახლავს გარინდება, ურჩი იალქანი სადღაც მიმაქანებს, გული დაყოფილი არის ამინდებად.
12. ასეთი ლამაზი მელოდიურობის მქონე ლექსი მხიბლავს უსაზღვროდ!! დიდი მადლობა ავტორს; წარმატებები; პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ასეთი ლამაზი მელოდიურობის მქონე ლექსი მხიბლავს უსაზღვროდ!! დიდი მადლობა ავტორს; წარმატებები; პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
11. მომწონს, თეა, როგორც ყოველთვის.... ჩემი ფავორიტი თანამედროვე ახალგაზრდა პოეტი ხარ ! მომწონს, თეა, როგორც ყოველთვის.... ჩემი ფავორიტი თანამედროვე ახალგაზრდა პოეტი ხარ !
10. ქალური და დახვეწილი ლექსია. ყველა მონაკვეთში არის ისეთი რაღაც, რის გამოც მხოლოდ ერთ ნაწილს ვერ გამოვყოფ. მშვიდია განწყობსი მიუხედავად და ტექნიკურად კიდევ რა მეთქმის მე. ქალური და დახვეწილი ლექსია. ყველა მონაკვეთში არის ისეთი რაღაც, რის გამოც მხოლოდ ერთ ნაწილს ვერ გამოვყოფ. მშვიდია განწყობსი მიუხედავად და ტექნიკურად კიდევ რა მეთქმის მე.
9. თეა,მოგიკითხე დიდი სითბოთი,ასეთი სევდიანი განწყობა ალბათ ამინდის ბრალია,რომელიც მალე გაივლის...მთავარია,რომ გვერდში საყვარელი ადამიანები გყავს,რომლებიც გაათბობენ ზამთრის სიცივეს... ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ :) :)
პ.ს.როდის მოვა გაზაფხული,მე პირადად ერთი სული მაქვს (გავიყინე უნივერსიტეტში) :D :D
თეა,მოგიკითხე დიდი სითბოთი,ასეთი სევდიანი განწყობა ალბათ ამინდის ბრალია,რომელიც მალე გაივლის...მთავარია,რომ გვერდში საყვარელი ადამიანები გყავს,რომლებიც გაათბობენ ზამთრის სიცივეს... ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ :) :)
პ.ს.როდის მოვა გაზაფხული,მე პირადად ერთი სული მაქვს (გავიყინე უნივერსიტეტში) :D :D
8. ამ დროს შეიძლება ვიყო, უფრო მეტად, ბარტყი, თბილ ქვეყნებში ვერგადაფრენილი,
ვიდრე პოეტი და ვიდრე, სულაც... ქალი. ძალიან ზუსტად მოგაქვს განწყობა. ამ დროს შეიძლება ვიყო, უფრო მეტად, ბარტყი, თბილ ქვეყნებში ვერგადაფრენილი,
ვიდრე პოეტი და ვიდრე, სულაც... ქალი. ძალიან ზუსტად მოგაქვს განწყობა.
7. მიხეილ, შენ თუ რამე არ გიყვარს, არ ნიშნავს რომ ‘’დასახვეწია’’. საერთოდ კი, სჯობს კონკრეტულად მივუთითოთ ლაფსუსებზე თუ დადებით მხარეეებზე. ამისთვისაა კომენტარები.
მაშინ, როდესაც საკუთარ ლექსს პირადში მიგზავნი შესაფასებლად და პარალელურად აქ უარგუმენტო კრიტიკის მცდელობა გაქვს, თან ‘’თუ ვერ ამჩნევ, შენი ნებაა’’ და მსგავსი გამოთქმები, ცოტა არაეთიკურად ჟღერს შენი მხრიდან. ეს ალბათ ასაკს უნდა დავაბრალოთ :)
კონკრეტულ ფრაზას რაც შეეხება, მეტი რიტმის შეგრძნებაა საჭირო, რათა სწორად აღიქვა.
ნანა, უღრმესი მადლობა...
გმადლობთ ყველას. გაიხარეთ!... :)
მიხეილ, შენ თუ რამე არ გიყვარს, არ ნიშნავს რომ ‘’დასახვეწია’’. საერთოდ კი, სჯობს კონკრეტულად მივუთითოთ ლაფსუსებზე თუ დადებით მხარეეებზე. ამისთვისაა კომენტარები.
მაშინ, როდესაც საკუთარ ლექსს პირადში მიგზავნი შესაფასებლად და პარალელურად აქ უარგუმენტო კრიტიკის მცდელობა გაქვს, თან ‘’თუ ვერ ამჩნევ, შენი ნებაა’’ და მსგავსი გამოთქმები, ცოტა არაეთიკურად ჟღერს შენი მხრიდან. ეს ალბათ ასაკს უნდა დავაბრალოთ :)
კონკრეტულ ფრაზას რაც შეეხება, მეტი რიტმის შეგრძნებაა საჭირო, რათა სწორად აღიქვა.
ნანა, უღრმესი მადლობა...
გმადლობთ ყველას. გაიხარეთ!... :)
6. არ მიყვარს ესეთი რითმა ნამქერია და ვერგადაფრენილი, თვითეული კუპლეტი დასახვეწია ჩემის აზრით, თუ ვერ ამჩნევ რავი შენი ნებააა,
ეს არ მომეწონა კიდევ, რაღაც გამართულად არაა, ცუდად ჟღერს როცა ვკითხულობ, რავი შეიძლება მე ვცდები, აი ეს,
მაგრამ თავს ვერევი, და მადლობა უფალს - არ მიყვარს ესეთი რითმა ნამქერია და ვერგადაფრენილი, თვითეული კუპლეტი დასახვეწია ჩემის აზრით, თუ ვერ ამჩნევ რავი შენი ნებააა,
ეს არ მომეწონა კიდევ, რაღაც გამართულად არაა, ცუდად ჟღერს როცა ვკითხულობ, რავი შეიძლება მე ვცდები, აი ეს,
მაგრამ თავს ვერევი, და მადლობა უფალს -
5. შენი სუნთქვა მითბობს ზამთრის საღამოებს <3 მოომეწოონა თეე :-* :-* შენი სუნთქვა მითბობს ზამთრის საღამოებს <3 მოომეწოონა თეე :-* :-*
4. ამ დროს შეიძლება ვიყო, უფრო მეტად, ბარტყი, თბილ ქვეყნებში ვერგადაფრენილი, კარგია ..ფიქრიანი...სევდიანი...:-* შემოდგომის შესაფერისი...5 და ავატარი მომწონს კიდევ...შემოდგომის ფონი გიხდება საოცრად... ამ დროს შეიძლება ვიყო, უფრო მეტად, ბარტყი, თბილ ქვეყნებში ვერგადაფრენილი, კარგია ..ფიქრიანი...სევდიანი...:-* შემოდგომის შესაფერისი...5 და ავატარი მომწონს კიდევ...შემოდგომის ფონი გიხდება საოცრად...
3. გული დაყოფილი არის ამინდებად.
კარგია,თე! გული დაყოფილი არის ამინდებად.
კარგია,თე!
2. რა არის დასახვეწი, მიხეილ? იქნებ, კონკრეტულად მიმითითო, თუ შეგიძლია...
რა არის დასახვეწი, მიხეილ? იქნებ, კონკრეტულად მიმითითო, თუ შეგიძლია...
1. ცოტა დასახვეწია თეა ჩემის აზრIთრ ისე ძაან მაგარია, +++++++
ურჩი იალქანი სადღაც მიმაქანებს, გული დაყოფილი არის ამინდებად.
ჭადარზე სახლობენ წყვილად პომპონები, ქარი ათამაშებს ქარვისფერ საყურეს,
შენი სუნთქვა მითბობს ზამთრის საღამოებს.
ესენი მაგრად მომეწონა :) ცოტა დასახვეწია თეა ჩემის აზრIთრ ისე ძაან მაგარია, +++++++
ურჩი იალქანი სადღაც მიმაქანებს, გული დაყოფილი არის ამინდებად.
ჭადარზე სახლობენ წყვილად პომპონები, ქარი ათამაშებს ქარვისფერ საყურეს,
შენი სუნთქვა მითბობს ზამთრის საღამოებს.
ესენი მაგრად მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|