ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2011


კოცონი

კოცონი

                    ****
თეთრია ბაღი... ფაფუკი, ნორჩი.
ჩემი პატარა ნეკერჩხალა
კოცონივით ანთია თოვლში...


თოვლიანი  დიალოგი

-ამდენი წელი აქვე ყოფილხარ,
ჩემთან, სულ ახლოს...
-როგორ თუ შენთან?...
ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობდით,
ერთმანეთს მაგ დროს?...
-მართალს ამბობ, არც კი ვიცნობდით
და მაინც ზურგით, შენს სითბოს ვგრძნობდი,
ყოველ თოვაზე... -ასე ვთბებოდი...
-რა უცნაურად ლაპარაკობ,
თოვლში რა მოგდის,
არ მიცნობდი და მაინც გიყვარდი?...
-ასე გამოდის?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები