ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2011


ნოემბრის გაცილება

ჩაიქართოვლა  ნოემბრის  თვემ
ცივმა  და  უტყვმა...
ჩემი  სენაკი  სიცივისთვის, დაგმანულია,
მაგრამ  ,ჩემს ,მღვიძარ ,მოგონებებს
რა, უნდა  ,ვუთხრა,
მონატრებისას,
როცა  უფრო  ხშირდება  სულდგმა,
ხსოვნის  ლანდები  კი  სიცოცხლეს
კვლავ  გარს  უვლიან...

ხოლო  ჩემს  ფანჯრებს
ქარი  ცივ  ფრთებს 
ფრთხილად  რომ ურტყამს,
მოსალმებად  ვთვლი,
სხვა  რამეს  არ  ვფიქრობ  სრულიად.

უჩემოდ ჩაქრნენ
რახანია,  ფერები  ქარვის
და სანახების  -
უსაყვარლეს  ყანა-ზვარ-ბაღთა,
შენ  რას  გაიგებ,
ან რას იგრძნობ,
თუ გეტყვის არვინ,
ამ  უშენობაბას,  ამ სალმობას,
რა  ტანჯვაც  ახლდა...

თუმც  შენ  აქ  ბრალი  არ  მიგიძღვის,
არ  გინდა  შფოთვა... 
ეს არ მჯეროდეს,
ვიქნებოდი მგმობელი შენი...
ვგავარ  ქართაგან  ტანგაძარცვულ
ხეებს  უფოთლოს,
რომლებშიც  ერთ-ერთს
ერთადერთი ფოთოლი შვენის...

25. 11. 2011 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები