ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2011


უგონოები

ჰო, ასე არ ხდება...
არ უყვარდებათ ერთმანეთი ასე – უგონოდ –
დღეს...
და შეუძლებლად მიაჩნიათ:
ვერ ხედავდე და მაინც გრძნობდე
გულთან, თვალებთან...
ამბობენ, რომ სიყვარული დროებითია...
პირობითობის ჩარჩოში სვამენ და
უდგენენ საზღვრებს,
კანონებს...
უკვეცენ ფრთებს და არქმევენ
ვნებას...
ანდა
უბრალოდ, გატაცებას, რომელიც
მალე, სიზმარივით მალე გაივლის...
შენ კი...
ყველა გზას მის გულამდე რომ მიყავხარ...
უკან დასახევ ბილიკებს რომ ჯიუტად ხერგავ,
რადგან წარსულში ის არ გყავდა
სულსა და სხეულში ერთნაირად გაჩენილი...
შენ სხვა ხარ მათთვის,
გაუგებარი,
უცნაური და მოსულელო...
ჰო, ასე არ ხდება...
მაგრამ მე და შენ
ვიცით მხოლოდ:
რა მსუბუქია მიწა, როცა
ერთმანეთის გვერდიგვერდ ვდგავართ.
რა იოლია გაფრენა ცაში,
როცა ერთმანეთს ხელებს ვკიდებთ და
მზეს ვუცქერით თვალებმოჭუტულები...
რა მარტივია ცხოვრება, როცა
ზაფხულის წვიმას უქოლგოდ ვხვდებით
და ფეხშიშველები მივტყაპუნებთ გუბეებში...
მე და შენ ვიცით...
მე და შენ ვართ:
უ-გონ-ო-ები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები