ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2008


ორი პატარა ლექსი

* * *
ო, როგორ მინდა, ბავშვი ვიყო, პატარა ბავშვი...
დედა ძილის წინ მიკითხავდეს ლექსსა თუ ზღაპარს,
შემდეგ, სიზმარში, თავად ვშლიდე იალქანს ქარში,
ან თავად ვფლობდე ალადინის ჯადოსნურ ლამპარს...

ო, როგორ მინდა, ისევ ვიყო, პატარა ბავშვი...


* * *
სურათზე უხმოდ ციმციმებს ალი
და სანთელს ესმის ჩუმი ფიქრები:
"სადა ხარ ახლა?"
"გახსოვარ კიდევ?"
ერთხელაც მითხარ: "ჩემი იქნები"...

იწვის სანთელი მზისფერ ჩარჩოში,
თითქოს მზის გულში ჩაუხატიათ!
ცვილივით დნება ჩემი ფიქრებიც...
ფიქრები, - ქვეყნად რაც მაბადია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები