ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2011


გაფრენა

ჭუპრში დამალულ პეპელას ვგავარ...
წამიც და გარეთ გამოვფრინდები...
ახლა კი ვცდილობ წარმოვიდგინო:
რა ფერისაა თავისუფლება?
ან როგორია?
ჯერ ხომ არ ვიცი,
რომ თავისუფლება დაბადებიდან ჩვენი ხვედრია,
შემდეგ კი ვკარგავთ:
დროთა დინების,
ყოფიერების ფუჭი ხმაურის
თუ ჩვენივე უსუსურობის გამო...
მერე კი... მთელი ცხოვრება ვეძებთ...
ეს ჯერ არ ვიცი...
არ ვიცი, რომ თავისუფლება ორჯერ გვეძლევა:
დაბადებისას და სიკვდილის წინ...
ჯერ მხოლოდ ვტკბები მოლოდინით...
მე ხომ ზეცა მელოდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები