ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2008


ინერციით


ვამართლებ არეულ ლექსს ინვერსიით,
ვამართლებ სულს გულის ძგერით,
მივყვები ნაფეხურებს პოეზიის,
თავად წარმართული გზებით.

თქვენ, ალბათ, დაღონება შემამჩნიეთ,
ჭაღარა მიღიმის თმიდან,
იცით, რამდენ ტკივილს მივეჩვიე?!
...მაინც _ არსებობა ღირდა.

თქვენ, ალბათ, უცნაურად გეჩვენებათ
ხმაში შეპარული რეჩხი,
მეტყვით, ჯერ, რა დროსაა გაჩერება!
ამის საპასუხოდ, გეტყვით :

ზედმეტმა სიყვარულმა გადამღალა,
იმედიც მომბეზრდა, ხვდებით?!
ვატყობ, რომ მეზარება გასვლაც გაღმა,
...ასე _ ინერციით ვკვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები